როცა ვამბობთ, რომ კოტლეტების მომზადება ვაპირებთ, პირველი ხორცი გვახსენდება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველამ არ იცის, რომ მათი მომზადება შესაძლებელია ბოსტნეულისგან, მარცვლეულისა და ზღვის პროდუქტებისგანაც კი და ამ დროს ის არანაკლებ გემრიელი და მადისაღმძვრელია. ამ რეცეპტებით კატლეტს არა მარტო მარხვის დღეებში, არამედ ისეც ხშირად მოამზადებთ და ოჯახის წევრებისგან დიდ მოწონებას დაიმსახურებთ. თანაც, მენიუს გაამრავალფეროვნებთ.
როგორ მოვამზადოთ კატლეტი კომბოსტოსგან

ინგრედიენტები:
- თეთრი კომბოსტო - 350 გრამი
- სტაფილო - 170 გრამი
- ხახვი - 140 გრამი
- მანანის ბურღული - 3 სუფრის კოვზი
- შვრია - 3 სუფრის კოვზი
- კარტოფილი - 260 გრამი
- მარილი
- სანელებლები
- საფანელი
- სახამებელი - 1 სუფრის კოვზი
- მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთი
მომზადება:გარეცხეთ კარტოფილი და მოხარშეთ. კომბოსტო დაჭერით მსხვილ ნაჭრებად, ჩაყარეთ მდუღარე წყალში და აადუღეთ 4-5 წუთის განმავლობაში. სტაფილო კარგად გარეცხეთ, გაასუფთავეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ხახვი გაასუფთავეთ და დაჭერით პატარა კუბებად. სტაფილო და ხახვი მოშუშეთ ზეთში, ვიდრე არ დარბილდება. შემდეგ გააგრილეთ.
კომბოსტოს ცივი წყალი მოასხით, გადაწურეთ და გააჩერეთ, რომ სითხე მთლიანად დაიწუროს. ბოსტნეული კომბოსტოსთან ერთად დააბლენდერეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. გაცივებული მოხარშული კარტოფილი გაფცქვენით და გახეხეთ. დაბლენდერებულ ბოსტნეულს დაუმატეთ გახეხილი კარტოფილი, ერთი კოვზი სახამებელი, მანანის ბურღული, შვრია და სანელებლები. მიღებული მასა კარგად აურიეთ და ნახევარი საათის განმავლობაში გააჩერეთ. შემდეგ კი მიეცით სასურველი ფორმა, ამოავლეთ საფანელში და შეწვით ორივე მხრიდან. დააწყვეთ ხელსახოცზე, რომ ზედმეტი ცხიმი შეიშროს და მიირთვით არაჟანთან ერთად.
კარტოფილისა და ყველის კატლეტი

ინგრედიენტები:
- 5 დიდი კარტოფილი
- ქათმის (ან მწყრის) კვერცხი - 1 (3) ცალი
- ფქვილი - 3 სუფრის კოვზი
- მაგარი ყველი - 100 გრამი
- მზესუმზირის ზეთი - 50 მლ
- სანელებლები გემოვნებით
მომზადება:პირველ რიგში, მოამზადეთ კარტოფილის პიურე. მოხარშეთ კარტოფილი, შემდეგ კი წვრილად დაჭყლიტეთ და გააჩერეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. პიურეს დაამატეთ 1 ცალი ქათმის კვერცხი ან 3 ცალი მწყრის კვერცხი, ასევე, ფქვილი და სასურველი სანელებლები. კარგად აურიეთ. ყველი წვრილად გახეხეთ. კარტოფილიანი მასა ფქვილთან ერთად გააბრტყელეთ, შუაგულში ჩაუდეთ ყველი და მიეცით სასურველი ფორმა. შეწვით ორივე მხრიდან, ვიდრე ოქროსფერი არ გახდება. მიირთვით სოუსებთან, მაიონეზთან ან არაჟანთან ერთად.
წიწიბურას კატლეტი

ინგრედიენტები:
- წყალი - 2 ჭიქა
- წიწიბურა - 1 ჭიქა
- მარილი, დაფქული შავი პილპილი - გემოვნებით
- ხახვი - 1 ცალი
- სტაფილო - 1 ცალი
- კვერცხი - 1 ცალი
- საფანელი - 3-4 სუფრის კოვზი
- მცენარეული ზეთი შესაწვავად
მომზადება:წიწიბურა რამდენჯერმე გარეცხეთ ცივ წყალში. ქვაბში ჩაასხით სუფთა წყალი, ჩაყარეთ წიწიბურა და საშუალო ცეცხლზე, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში მოხარშეთ. შემდეგ კი გააგრილეთ, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან დააბლენდერეთ. სტაფილო და ხახვი ცალკე დააბლენდერეთ და წიწიბურიან მასას შეურიეთ. მოაყარეთ მარილი, პილპილი გემოვნებით და დაამატეთ კვერცხი. მიღებული მასა კარგად აურიეთ, ამოავლეთ საფანელში და ორივე მხრიდან შეწვით, ვიდრე ოქროსფერი არ გახდება.