ბუნებრივი დაბერების პროცესის შეჩერება, სამწუხაროდ, შეუძლებელია. მაგრამ გარკვეული დროით გადავადება მარტივია. როდესაც ვუყურებთ უკვე დიდი ასაკის ადამიანებს, რომლებიც კარგ ფორმაში არიან, გვაინტერესებს ხოლმე, როგორ ახერხებენ ამას. ბევრი თვლის, რომ ეს კოსმეტოლოგების და პროცედურების დამსახურებაა. თუმცა, საქმე მხოლოდ მოვლასა და კარგ გენეტიკას არ ეხება - ამ პროცესში ცხოვრების წესიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. გსურთ დარჩეთ ახალგაზრდა და ლამაზი რაც შეიძლება დიდხანს? მაშინ შეეცადეთ, დაივიწყოთ ის 20 პროდუქტი, რომლებზეც ახლა მოგიყვებით, რადგანაც მათი რეგულარული გამოყენება დაბერების პროცესსა და ზედმეტი კილოგრამების გაჩენას ხელს შეუწყობს.
ძეხვეული და ბეკონი

ბევრს არ შეუძლია შებოლილ ძეხვსა და ბეკონზე უარის თქმა, ხშირად მიირთმევს სენდვიჩებთან თუ სხვა პროდუქტებთან ერთად. თუმცა, უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ეს პროდუქტები, მიუხედავად იმისა, რომ გემრიელია, ძალიან არაჯანსაღია. საქმე ის არის, რომ გემოს გამაძლიერებლები და მათში შემავალი კონსერვანტები ხელს უწყობენ ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას. ეს იწვევს ნაადრევ დაბერებას და ასევე ხელს უწყობს სერიოზული დაავადებების, მათ შორის ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას.
ნამცხვრები

სუპერმარკეტში სურნელოვანი, ახალი ნამცხვრების თაროსთან გავლისას ძალიან ძნელია, ხელი კრუასანზე ან ფუნთუშაზე არ წაგიცდეთ. თუმცა, სამწუხაროდ, მსგავსი პროდუქტებიც არაჯანსაღი და საზიანოა. ექიმები ამბობენ, რომ შაქარი უარყოფითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკროფლორაზე და აჩქარებს დაბერების პროცესს. გარდა ამისა, მოქმედებს წონაზე და ზედმეტი კილოგრამების გაჩენას იწვევს.
გაყინული მზა კერძები

დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ, როცა სახლში გვიან საღამოს ვბრუნდებით, ხანდახან ისე ვართ დაღლილები, რომ ელემენტარულ საქმეებსაც კი ვერ ვაკეთებთ, რომ აღარაფერი ვთქვათ სადილის მომზადებაზე. ასეთ სიტუაციაში ადამიანების უმეტესობას ურჩევნია, ფეხით წავიდეს უახლოეს სუპერმარკეტში და შეიძინოს გაყინული მზა კერძი, რომელსაც მხოლოდ მიკროტალღურ ღუმელში გაცხელება სჭირდება. ასორტიმენტი უზარმაზარია და ყველას შეუძლია საკვები გემოვნებით აირჩიოს. მაგრამ ასეთ კერძებს ჯანმრთელობისთვის ზიანის მოტანა შეუძლია. ექსპერტები ამბობენ, რომ მაღაზიაში შეძენილი გაყინული კერძები ძალიან დიდი რაოდენობით მარილს შეიცავენ. მარილი კი წყალს აკავებს ორგანიზმში, რაც იწვევს შეშუპებას და ვიზუალურად ასაკს გმატებთ.
ალკოჰოლური კოქტეილები

ტკბილი, ალკოჰოლიანი კოქტეილები ბევრად უარესია, ვიდრე სუფთა ალკოჰოლი. ერთი ჭიქა ასეთი სასმელი შეიძლება 50 გრამზე მეტ შაქარს შეიცავდეს, რაც საზიანოა ორგანიზმისთვის.
ზედმეტად მარილიანი საკვები

მრავალი მეცნიერის აზრით, მარილი ერთ-ერთია იმ საკვებიდან, რომელიც აჩქარებს უჯრედების დაბერების პროცესს. ზედმეტად მარილიანმა საჭმელებმა შესაძლოა ლამაზი, მკვრივი კანი საერთოდ წაგართვათ. გარდა ამისა, მას შეუძლია ორგანიზმში წყალი შეაკავოს, რაც სახეზე დაღლილობასა და შეუშუპებასა გამოიწვევს.
სიმინდის სიროფი

მაღაზიაში პროდუქტების ყიდვისას რამდენად ხშირად აკვირდებით მათ შემადგენლობას? ამიერიდან ყურადღება მიაქციეთ ისეთ ინგრედიენტს, როგორიც სიმინდის სიროფია. მას ხშირად უმატებენ საჭმელს, სოუსს და სხვა კერძებს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სიმინდის სიროფი, ხელოვნური დამატკბობელი, უფრო მავნეა, ვიდრე შაქარი. ეს პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით ფრუქტოზას, რის გამოც ზიანდება კოლაგენი და ელასტინი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კანის სილამაზესა და ელასტიურობაზე.
პროდუქტები ტრანსცხიმებით

ტრანსცხიმები, რომლებსაც დიდი რაოდენობით შეიცავს საკონდიტრო ნაწარმი, უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ისინი ასევე ხელს უწყობენ ორგანიზმში ანთებითი პროცესების განვითარებას. უფრო მეტიც, მათ გამო ჩვენი კანი ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ უფრო დაუცველი ხდება.
შაქარი

შაქარი, თუნდაც მცირე რაოდენობით, ბევრ საკვებშია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი სრულად ამოღება ბევრმა ადამიანმა შეძლოს, თუმცა მინიმუმამდე შემცირება კი აუცილებელია. უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ შაქარი უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე: ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების განვითარებას, აუარესებს კანის მდგომარეობას. ასე რომ, თუ გურთ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ, გადახედეთ თქვენს რაციონს.
ცხიმიანი საკვები, რომლებსაც ქუჩაში ვყიდულობთ

ქუჩის საკვები თანდათან იპყრობს მთელ მსოფლიოში გურმანების გულებს და, რა თქმა უნდა, კუჭებსაც. ძირითადად ასეთი პროდუქტები ძალიან სწრაფად მზადდება და დიდი რაოდენობით ზეთში იწვება. ამიტომაც, ბევრ კანცეროგენს შეიცავენ, რის გამოც წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები, რასაც დაბერების პროცესის დაჩქარება შეუძლია.
ენერგეტიკული სასმელები

ენერგეტიკული სასმელების მწარმოებლები გვპირდებიან, რომ რამდენიმე ყლუპის შემდეგ ვიგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას და უფრო მხნედ ვიქნებით. ეს გამოწვეულია იმით, რომ ასეთი სასმელები შეიცავს დიდი რაოდენობით მატონიზირებელ ნივთიერებებს. უბრალოდ, არ დაგავიწყდეთ, რომ მათი ეფექტი ძალიან ხანმოკლეა. ენერგეტიკული სასმელები ასევე შეიცავენ დიდი რაოდენობით შაქარსა და მჟავებს, რომლებიც თანდათან ანადგურებენ კბილის მინანქარს. დროთა განმავლობაში კბილები მოყვითალო ხდება, რაც ვიზუალურადაც ასაკს გვმატებს. ამიტომაც, გსურთ გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად? ენერგეტიკული სასმელების ნაცვლად, დალიეთ 8-10 ჭიქა ჩვეულებრივი, სუფთა წყალი.
პროდუქტები მაღალი გლიკემიური ინდექსით

მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვების მირთმევამ შეიძლება მოგატყუოთ და სისხლში შაქრის დონის მკვეთრი მატება გამოიწვიოს. მაკარონი, კრეკერები, მარილიანი ჩხირები - ამ ყველაფერს შეუძლია "მოგპაროთ“ ლამაზი და დაჭიმული კანი და შეგიქმნათ უამრავი პრობლემა, მათ შორის, აკნე.
მარგარინი

დიეტოლოგები თანხმდებიან, რომ მარგარინი საშიში პროდუქტია სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. იგი ჰიდროგენირებული მცენარეული ზეთების გამოყენებით იწარმოება, რასაც ორგანიზმი ცუდად იწოვს. გარდა ამისა, შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით ტრანსცხიმებს, აჩენს ნაოჭებსა და სხვა მნიშვნელოვან პრობლემას.
კანფეტები

ბავშვებმაც კი იციან, რომ კანფეტები ძალიან კალორიულია. გარდა ამისა, მსგავსი ტკბილეული შეიცავს უზარმაზარი რაოდენობის შაქარს. არ დაგავიწყდეთ, რომ შაქარი კბილის მინანქარს სერიოზულად აზიანებს, აჩენს ნაოჭებსა და ზედმეტ კილოგრამებს.
შემწვარი ხორცი

ბევრს კარგად დაბრაწული, კანიანი ხორცი ძალიან უყვარს და სხვა ფორმით მომზადებულ საკვებს ურჩევნია. თუმცა, დიეტოლოგები ამ ჩვევის დავიწყებას გვირჩევენ. მაღალ ტემპერატურაზე მომზადებისას ასეთ კერძში სასარგებლო არაფერი რჩება. პირიქით, საშიში კანცეროგენები ჩნდება, რაც პირდაპირი გზაა ადრეული დაბერებისკენ.
აგავას სიროფი

ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრები მუდმივად ეძებენ ნაცნობი, მაგრამ მავნე საკვების უფრო ჯანსაღ ალტერნატივას. რამდენიმე წლის წინ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებმა გამოაცხადეს, რომ ის სასარგებლო დამატკბობელია. თუმცა, დიეტოლოგები სრულიად საპირისპირო აზრს გამოხატავენ. აგავას სიროფი დაახლოებით 90% ფრუქტოზაა. ორგანიზმში მოხვედრისას ეს ნივთიერება ცხიმად გარდაიქმნება და ანადგურებს კოლაგენს, რომელიც პასუხისმგებელია კანის სიგლუვესა და ელასტიურობაზე.
კარტოფილის ჩიფსები

სხვადასხვა გემოს მქონე კარტოფილის ჩიფსები ბევრი მოზრდილისა და ბავშვის საყვარელი საჭმელია. თუმცა, ბოლო დროს მშობლები შვილებს უკრძალავენ ჩიფსების ჭამას იმის გამო, რომ ის შეიცავს საშიშ ნივთიერებებს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლები გადაჭრით ამბობენ, რომ მათი პროდუქტი არ შეიცავს გმო-ს და მავნე კონსერვანტებს, რომლებიც აჩქარებენ დაბერების პროცესს, არ უნდა დაუჯეროთ ამ სიტყვებს.
ფლამბირებული კერძები

კულინარიის მოყვარულები ხშირად ცდილობენ, სახლში თავად, დამოუკიდებლად შექმნან ის კერძები, რომლებსაც რესტორნებში მიირთმევენ. ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა ფლამბირებული ბანანი: ამ გემრიელი დესერტის მომზადება არ არის რთული, მაგრამ რეცეპტი შეიცავს ალკოჰოლის დიდ რაოდენობას, არ ორთქლდება და დიდ ზიანს აყენებს ორგანიზმს.
სპირტიანი სასმელები

საიდუმლო არ არის, რომ ალკოჰოლს სხეულისთვის დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. სპირტიანი სასმელების გამოყენების გამო მცირდება A ვიტამინის დონე, რომელიც მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტს წარმოადგენს. მაქსიმალური დოზა, რომლის საწინააღმდეგოც ექიმებს არაფერი აქვთ, კვირაში ორი ჭიქა კარგი ღვინის მირთმევაა.
პიცა პეპერონი

თუ თქვენი ცხოვრება ამ იტალიური კერძის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ, მაშინ დიეტოლოგები გირჩევენ, რომ ვეგეტარიანულ პიცას მიანიჭოთ უპირატესობა. საქმე ის არის, რომ პეპერონი, ისევე როგორც სხვა ძეხვეული, შეიცავს უამრავ ნიტრატს, ასევე გაჯერებულ ცხიმებს, რომლებიც გვაბერებს.
სწრაფი კვების ცხიმიანი პროდუქტები

ყველაზე ხშირად ფასტფუდის მოსამზადებლად ყველაზე იაფ ზეთს იყენებენ, რომელიც გაცხელებისას მთლიანად შხამად იქცევა. ასეთი საკვების მოყვარულებს აქვთ არა მხოლოდ სიმსუქნის, არამედ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი. გარდა ამისა, სწრაფი კვების პროდუქტები შეიცავს ტრანსცხიმებს, რაც კანისთვის საზიანოა.