თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების სია გაფართოვდა და მედიკამენტები სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში გადანაწილდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ამბობს, ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება და მედიკამენტების სია გაიზრდება. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ფასი, საშუალოდ, 60-80%-ითაა შემცირებული. თუმცა, სოციალურ ქსელში გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, უამრავი ადამიანი წერს, რომ კონკრეტულ აფთიაქში სასურველი მედიკამენტი ვერ შეიძინა. ამიტომაც, გადავამოწმეთ რამდენიმე სააფთიაქო ქსელში, სადაც დაგვიდასტურეს, რომ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ნაწილი ამოიწურა, ნალიწი კი კვლავ ხელმისაწვდომია.
როგორც "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში გვითხრეს, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტებიდან ამ ეტაპზე თითო მომხმარებელზე ერთი დასახელების პრეპარატის მხოლოდ ერთი შეკვრა გაიცემა, პირადობის მოწმობის საფუძველზე. გარდა, "ქსარელტოს"10- მილიგრამიანი ტაბლეტებისა. ამ შემთხვევაში, 10-ცალიანი შეფუთვაა და ერთ ადამიანზე სამი შეკვრა გაიცემა. მათივე თქმით, გარკვეული მედიკამენტები ისევ ხელმისაწვდომია, ნაწილი კი ამოიწურა, რომელთა მარაგიც ეტაპობრივად შეივსება.
"ფარმადეპოში" თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მისამართებზე:
- თბილისი - სანაპიროს N10ა
- თბილისი - ვაჟა-ფშაველას N6
- თბილისი - ვაჟა-ფშაველას N65
- თბილისი - მელიქიშვილის N6
- თბილსი - კახეთის გზატკეცილი N36
- ქუთაისი - აღმაშენებლის N24
- ზუგდიდი - გამსახურდიას N8
- ბათუმი - მელიქიშვილის 18/გორგასლის 92
- თელავი - ალაზნის N43
- გორი -იურუშალაიმის N9
- ქუთაისი - აღმაშენებლის N24
"პსპ"-ს სააფთიაქო ქსელში აღნიშნავენ, რომ მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, თურქეთიდან იმპორტირებული გარკვეული მედიკამენტების რაოდენობა ამოიწურა, ხოლო ნაწილი კვლავ ხელმისაწვდომია. აფთიაქში აცხადებენ, რომ შეძენაზე კონკრეტული ლიმიტი არ არის დაწესებული.
თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები, "PSP"-ს ქსელში გადანაწილებულია საქართველოს მასშტაბით. თქვენთვის სასურველი პრეპარატის მარაგების გადასამოწმებლად და ფილიალის მისამართის დასაზუსტებლად დაუკავშირდით სააფთიაქო ქსელს ნომერზე - 032 2 185 111 - 1
"ავერსის" სააფთიაქო ქსელში კი ამბობენ, რომ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ნაწილი ამოიწურა, ნაწილი კი კვლავ გაყიდვაშია და ისევ ელოდებიან შემოტანას. კონკრეტული ლიმიტი შეძენასთან დაკავშირებით არ არის.
თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები, "ავერსის" ქსელში გადანაწილებულია საქართველოს მასშტაბით. თქვენთვის სასურველი პრეპარატის მარაგების გადასამოწმებლად და ფილიალის მისამართის დასაზუსტებლად დაუკავშირდით სააფთიაქო ქსელს ნომერზე - 032 2 900-800; 032 2-967-227; 032 2-250-099
ამ ეტაპზე, სააფთიაქო ქსელებში არ აქვთ ინფორმაცია, როდისთვის შევა კვლავ მათ ქსელში თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები.
მედიკამენტების ჩამონათვალი სრულად
იხილეთ ბმულზეთამარ იაკობაშვილი