თურქეთიდან შემოტანილი წამლების სია გაიზარდა. მათი შეძენა 7 დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ მოსახლეობას იაფი მედიკამენტების შეძენა "ფარმადეპო"-ს, "ავერსი"-ს, "PSP"-ს, "იმპექსი"-ს, "GPC"-ს, "ფარმსახლი"-ს და "დოიჩე აფთიაქი"-ს ქსელში შეეძლებათ.
დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ 213 დასახელების პრეპარატი დარეგისტრირდა და სიის გაზრდა კიდევ იგეგმება. მათივე განმარტებით მედიკამენტების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა.
როგორც ცნობილია, მოცემული მედიკამენტები სააფთიაქო ქსელების სხვადასხვა ფილიალშია გადანაწილებული, ამიტომაც მარაგების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება წინასწარ შეგიძლიათ.
იხილეთ მედიკამენტებისა და აფთიაქების ჩამონათვალი:
მოცემული ჩამონათვალი შეგიძლიათ
იხილოთ ბმულზეც:თამარ იაკობაშვილი