გააკეთე ტესტი და გაიგებ, რამდენად სპორტული ხარ.
1. დადიხარ სპორტის რომელიმე სახეობაზე?
ა. კი (3)
ბ. არა (0)
2. რომელიმე სპორტულ გუნდს თუ გულშემატკივრობ?
ა. კი (3)
ბ. არა (1)
3. ამხანაგთან მისულს ლიფტი გაფუჭებული დაგხვდა, აუყვები კიბეს ფეხით თუ მეგობარი მე-8 სართულზე ცხოვრობს?
ა. კი (3)
ბ. არა (1)
4. გიყვარს ფეხით სეირნობა?
ა. კი (0)
ბ. არა (3)
5. მეზობელ ბავშვებთან ერთად სპორტული თამაშებით ერთობი, თუ ყურება გირჩევნია?
ა. მათთან ერთად სიამოვნებით ვერთობი (3)
ბ. თამაშს ყურება ან წიგნის კითხვა მირჩევნია (1)
6. ხშირად უყურებ სპორტულ გადაცემებს?
ა. ყოველთვის (3)
ბ. როცა დრო მაქვს, მაშინ (1)
7. მონაწილეობ სასკოლო ოლიმპიადაში?
ა. თითქმის ყოველთვის (3)
ბ. როცა ამის საშუალება მაქვს (1)
შეაჯამე ქულები და წაიკითხე შედეგები
18-21 ქულა: ძალიან სპორტული ბავშვი ხარ. ეს კარგია, რადგან სპორტი ჯანმრთელობისთვის მეტად სასარგებლოა. შეიძლება დიდი სპორტსმენი არ გამოხვიდე, სამაგიეროდ, სულ ფორმაში იქნები, ავადმყოფობა არ მოგერევა და კაჟივით მაგარი იქნები.
7-15 ქულა: სპორტი დიდად არ გიტაცებს, გირჩევნია, ტელევიზორს უყურო ან წიგნი იკითხო. კითხვა რომ გიყვარს, ძალიან კარგია, მაგრამ კიდევ უკეთესი იქნება, თუ სპორტის რომელიმე სახეობითაც დაკავდები. სპორტი შენს ჯანმრთელობას შეუწყობს ხელს.