თვალის ფერი
ბავშვის თვალის ფერი ის საკითხია, რომელიც აღმოჩნდა, რომ აღელვებთ მომავალ მშობლებს. ახალდაბადებული ბავშვი მკაფიოდ ვერაფერს ხედავს. მხედველობა ყალიბდება დაახლოებით 6 თვის ასაკისთვის. ამასობაში თვალის ფერიც განიცდის ცვლილებებს. დაბადებისას ბავშვებს ყველაზე ხშირად ცისფერი ან მონაცრისფრო ფერის თვალები აქვთ. დროთა განმავლობაში ფერი თანდათან იკვეთება და ხშირად ცისფერთვალა პატარები ყავისფერთვალიანებად იქცევიან.
პირიქითაც ხდება: მაგალითად, ელიზაბეტ ტეილორის დედა ამტკიცებდა, რომ 6 თვის ასაკში გოგონას თვალებმა მოიისფრო შეფერილობა მიიღო და ასეთი დარჩა ცხოვრების ბოლომდე. სხვათა შორის, ეს ტეილორის თვალებთან დაკავშირებული ერთადერთი ანომალია არ ყოფილა - ის ორ რიგად განლაგებული წამწამების ხაზებით დაიბადა.
ბევრი ახალშობილი ცისფერთვალა იბადება. მხოლოდ 3 წლის ასაკიდან შეგვიძლია ზუსტად იმის თქმა, რა ფერის იქნება თქვები შვილის თვალები. თუმცა უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში თვალის ფერი კიდევ შეიძლება შეიცვალოს 10 წლის ასაკისთვის და ზოგჯერ 40 წლის ასაკისთვისაც.
ვისი გენი გაიმარჯვებს?
მეცნიერების მტკიცებით, ჯამში 16 გენია, რომელთა ტანდემიც ადამიანის თვალის საბოლოო ფერს აყალიბებს. ვინაიდან გენების რაოდენობა ასე ბევრია, ეს ხელს უშლის, ზუსტი პროგნოზების გაკეთებას, თუ როგორი თვალის ფერის მშობლოების რა ფერის თვალების მქონე შვილი ეყოლებათ.
ჯერ კიდევ ბილოოგიის წიგნებიდან ვიცით, რომ ზოგიერთი მემკვიდრული ნიშანი დომინანტური, ანუ ძლიერი გენითაა გაანპირობებული, ზოგიერთი კი რეცესიული - ანუ ისეთი გენით განპირობებული, რომელიც ძლიერ გენთან შეწყვილებისას ითრგუნება. მაგალითად, ყავისფერი თვალები დომინანტური ფერია, ისევე როგორც კეხიანი ცხვირი, ნაჩვრეტიანი ლოყები და გრძელი წამწამები. რეცესიულ გენებს კი მიეკუთვნება ცისფერი და მწვანე თვალები, აპრეხილი ცხვირი, თხელი ტუჩები და ა.შ. თუ მშობლებს ორივე გენი დომინანტური აქვთ, ბავშვი მუქთვალიანი იქნება. თუმცა ყველაფერი ასე მარტივი არ არის, როგორც სკოლაში გვასწავლიდნენ. დედ-მამა შვილს მხოლოდ გენეტიკური მასალის ნაწილს გადასცემს. გენომში სულ უმნიშვნელო ცვლილებამაც კი შეიძლება ბავშვს თვალის ფერი შეუცვალოს.
თვალის ფერის ცხრილი
ეს ცხრილი მეტ-ნაკლებად იძლევა სწორ პასუხს, რა ფერის თვალი ექნება ბავშვს. მართალია, არცერთი ვარიანტი ასპროცენტიანი არ არის, მაგრამ გარკვეული კანონზომიერება მაინც არსებობს.
კიდევ რა ცვლის თვალის ფერს?
არა, ლინზებს არ ვგულისხმობთ. სამოსი, სტრესი, ეთნიკურიბა, ასაკი, მაკიაჟი, კვება - ამ ყველაფერს გავლენა აქვს ჩვენს გარეგნობაზე და მათ შორის, თვალებზეც.
მწუხარება თუ სიხარული თვენს მზერას უფრო გამომხატველს ქმნის, რაც დაკავშირებულია ცრემლით თვალის თეთრი გარსის დასველებით. ამის ფონზე გუგას განსხვავებული ეფექტი ეძლევა.
ჰორმონული ფონის ცვლილება თვალებს ქამელეონის ეფექტს ანიჭებს.
კვება თვალის თეთრი გარსის ფერზე მოქმედებს. არასწორი კვების გამო თვალის თრეთრი გარსი ზედმეტად გლუვი და მოყვითალო შეფერილობის ხდება, რაც გარკვეულწილად გუგასაც უვლის ელფერს.
ზეითუნის ზეთი და ზეთისხილი, თხილეული, ისპანახი, ზღვის პროდუქტები თვალებს ახალგაზრდულ იერს უნარჩუნებს და მზერასაც უფრო გამომსახველობითს ხდის.
ლურჯი, ცისფერი თვალები უფრო ჩრდილოეთ ევროპისთვისაა დამახსიათებელი .
დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული თვალის ფერი ყავისფერია. სხვათა შორის, მოლეკულური მედიცინის პროფესორმა, დანიელმა ჰანს ეიბერგმა დაამტკიცა, რომ ცისფერი შეფერილობა გენეტიკური მუტაციის შედეგია და ის დედამიწაზე მხოლოდ 10 ათასი წლის წინ გაჩნდა. მანამდე ყველა ადამიანი ჩვენს პლანეტაზე ყავისფერთვალებიანი იყო. გამოდის, რომ ცისფერი თვალის ფერი ერთი ადამიანისგან წარმოიშვა.
პლანეტის მოსახლეობის მხოლოდ 2%-ს აქვს მწვანე თვალები.