„იმედის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ხატია ქვათაძე ორიოდე თვის წინ დაქორწინდა. მისი მეუღლე თორნიკე ოქროსცვარიძეა. მალევე გახდა ცნობილი, რომ ჟურნალისტი შვილს ელოდებოდა. როგორც გაირკვა, ხატია დედა გახდა და შვილს საკმაოდ უჩვეულო სახელი დაარქვა. როგორც ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას აღნიშნა, გოგონას სახელი მამამ შეურჩია და მას დავით აღმაშენებლის ქალიშვილის სახელი უწოდეს:
„როგორც კი სქესი გავიგეთ, სახელიც მაშინვე შევურჩიეთ. უფრო სწორად, მამამ შეარჩია. კატაი დავარქვით, როგორც დავით აღმაშენებლის შვილს ერქვა. ზუსტად ამ მიზეზის გამო შეურჩია მამამ ეს სახელი. გარდა ამისა, კატაი იაპონურად მაგარს ნიშნავს, დავინახეთ, რომ მაგარი გოგო იქნებოდა და სახელიც მოუხდა…"