ბავშვთა რევმატოლოგი, თსსუ პროფესორი თინათინ კუტუბიძე გადაცემაში
„პირადი ექიმი“ - ყურადღებას ამახვილებს ინფექციის გადატანის შემდგომ ბავშვის მდგომარეობაზე. „გამოჯანმრთელებიდან 2 კვირის ან 2-3 თვის შემდეგ შესაძლოა გაჩნდეს ტკივილი მუხლის სახსარში, ან შესიება, რომელიც 3-6 კვირაზე მეტ ხანს გრძელდება. იქ უკვე ცხადია, რომ მიმდინარეობს აუტოიმუნური ანთება და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, რათა დროულად დაიგეგმოს შესაბამისი კვლევები. ჩვენი მესიჯი მშობლებისადმი ის არის, რომ გადატანილი ინფექციის შემდეგ განსაკუთრებული ყურადღებით იყვნენ ისეთი ჩივილების მიმართ, როგორიცაა: სწრაფად ვიღლები, ჩვეულ რუტინულ აქტივობას აღარ ასრულებს, ფეხით სიარული აღარ სიამოვნებს. ამ დროს აუცილებლად უნდა მიმარტოთ ექიმს, რომელიც სწორ მიმართულებას მოგცემთ, თუ რომელი კვლევები უნდა ჩატარდეს“, - ამბობს თინათინ კუტუბიძე.