"წელიწად-ნახევრიანი ტანჯვის და უბედურების შემდეგ ნამდვილად შედგა დღეს დაბადების დღე! გერმანიაში კლინიკამ დაასრულა ჩემი მკურნალობა" - თინა ხიდაშელი - მშობლები
პოლიტიკოსი თინა ხიდაშელი, რომელიც ბოლო პერიოდია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გადიოდა, სასიხარულო ცნობას აქვეყნებს სოციალურ ქსელში:
"ყველას დიდი მადლობა! წელიწად-ნახევრიანი ტანჯვის და უბედურების შემდეგ ნამდვილად შედგა დღეს დაბადების დღე! ვიცი ბევრს გაინტერესებთ და კარგი ამბავი ის არის, რომ გერმანიაში კლინიკამ დაასრულა ჩემი მკურნალობა. წინ მხოლოდ რეაბილიტაცია და ცოტა მეტი მონდომებაა, რომ საბოლოოდ გავიმართო წელშიც და მუხლშიც. ყველას დიდი მადლობა, ვინც მწერდით, მირეკავდით, მგულშემატკივრობდით, დარდობდით, გვერდში მედექით და კარგად გახდომის შეუძლებლობის მითს მინგრევდით ყოველდღიურად. განსაკუთრებით კი ჩემს ბიჭებს მოთმინებისთვის, სიყვარულისთვის, ყოველ წამს ჩემ გვერდით დგომისთვის".