"ჯიბეში ჩადებული ტელეფონი სათესლე ჯირკვლებზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს." - უროლოგი მოზარდთა სექსუალურ ჯანმრთელობაზე - მშობლები

"ჯიბეში ჩადებული ტელეფონი სათესლე ჯირკვლებზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს." - უროლოგი მოზარდთა სექსუალურ ჯანმრთელობაზე

2022-06-21 07:35:45+04:00

უროლოგი, პროფესორი გიორგი ბოჭორიშვილი გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" მოზარდებში სექსუალური ჯანმრთელობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რა უარყოფით გავლენას ახდენს ციფრული ტექნოლოგიები ამ მიმართულებით:- მუხლებზე დადებული ლეპტოპი და ასე მუშაობა, სათესლე ჯირკვლებზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს. ასევე, ცუდ გავლენას ახდენს ჯიბეში ჩადებული ტელეფონიც. როდესაც "რევოლუცია" მოხდა და კომპიუტერი, საძიებო სისტემები შემოვიდა, ადამიანს, სამწუხაროდ, დაავიწყდა, რომ წიგნიან სხვა ფორმის გართობა არსებობს. ჩვენ სხვანაირად გავიზარდეთ და ბევრად უფრო ჯანმრთელი თაობა ვართ, ვიდრე ის თაობა, რომელიც მუდმივად ტელეეკრანსაა მიჯაჭვული, რაც სექსუალური ჯანმრთელობისთვის კარგი არ არის.

altრა უნდა იცოდეთ მოზარდების სქესობრივი მომწიფების პერიოდში და რა არ უნდა გამორჩეთ - სპეციალისტის რჩევები

altრა ასაკიდან და რა ფორმით უნდა დავიწყოთ სქესობრივ თემებზე საუბარი ბავშვებთან - მეან გინეკოლოგის რჩევები

altრას ურჩევს ქართველი გინეკოლოგი მოზარდ გოგონებს: "ბევრს აქვს სქესობრივი ცხოვრება და მალავს"