არადა, ერთ დროს მსახიობი ამბობდა, რომ ოჯახი ძალიან მოსაწყენი რამაა და არც შვილის გაჩენას გეგმავდა. მაგრამ მას მერე, რაც გიტარისტ ბენჯი მედენს შეხვდა, ყირაზე დადგა მისი ცხოვრების წესი და მსოფლმხედველობა, მალევე გაჰყვა ცოლად და კამერონმაც დაქორწინებიდან სულ ცოტა ხანში გამოაცხადა, რომ პაუზას იღებდა კარიერაში.
მალე გაირკვა, რომ ბავშვის გაჩენაც გადაუწყვეტია, თუმცა ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ახალგაზრდობაში ათასგვარი დიეტის გამო ორგანიზმი არ იყო მზად ორსულობისთვის. მას ერიოზული მკურნალობა და ჰორმონალური თერაპია დასჭირდა. 2019 წელს დააფიქსირეს პაპარაცებმა მომრგვალებული მუცლით და იმავე წლის დეკემბერში, 47 წლის კამერონმა იმშობიარა.

"მიუხედავად ჩემი დიდი გამოცდილებისა, მოგზაურობებისა, წარმატებული კარიერისა, ჩემი ყველა დასრულებული საქმისა, რომლითაც ვამაყობ, ვიცი, რომ ახლა დადგა ჩემი ბედნიერი წამი. ახალგაზრდობაში ოჯახის შექმნა უფრო ინერციით ხდება. ჩემს ასაკში კი ეს შეგნებული არჩევანია და ეს დიდ შრომას მოითხოვს", - აღნიშნა მსახიობმა.
გოგონას რედიქსი დაარქვეს და მეტი არც არაფერი იცის საზოგადოებამ. კამერონი ამ თემაზე არ საუბრობს, არც მის ფოტოებს ასაჯაროებს, არც სოციალურ ქსელში და არც ხვაგან. ახლაღა გადაიღეს ფოტოგრაფებმა პატარა რედიქსი.

მსახიობი სრულიად ჩამოშორდა ჰოლივუდს, არ მონაწილეობს ახალ პროექტებში, ტკბება დედობით და ამაყობს თავისი პატარათი.