თუ ამ შეკითხვების უმეტესობაზე პასუხებს სწორად გასცემთ, ესე იგი კარგი ზოგადი განათლება გაქვთ - მშობლები

თუ ამ შეკითხვების უმეტესობაზე პასუხებს სწორად გასცემთ, ესე იგი კარგი ზოგადი განათლება გაქვთ

2022-06-27 10:34:57+04:00
ქვემოთ მოცემულია შეკითხვები სხვადასხვა სფეროდან. წესები მარტივია, ჯერ გაეცანით და სწორი პასუხები შეამოწმეთ ბოლოში:

1. საბავშვო ზღაპრის რომელი გმირი აღიზარდა მგლების ხროვაში?

  • წითელქუდა
  • მაუგლი
  • გულივერი
  • პინოქიო

2. როგორ ადგენენ ღამურები მიმდებარე ობიექტების პოზიციას?

  • სმენით
  • ვერ ადგენენ
  • მხედველობით
  • სუნით

3. ჩამოთვლილთაგან რომელ ზღვაშია ყველაზე მარილიანი წყალი?

  • თეთრ ზღვაში
  • მარმარილოს ზღვაში
  • შავ ზღვაში
  • მკვდარ ზღვაში

4. ვინ არის "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალის" ავტორი?

  • აგათა კრისტი
  • ართურ კონან დოილი
  • ედგარ ალან პო
  • რაიმონდ ჩანდლერი

5. ვინ არის ფოტოზე გამოსახული?

mshoblebi

  • ქრისტეფორე კოლუმბი
  • გალიელეო გალილეო
  • ამერიგო ვესპუჩი
  • ვასკო და გამა

6. რომელი მხატვრის ნამუშევარია "მზესუმზირები"?

mshoblebi

  • ფრიდა კალოს
  • ვინსენტ ვან გოგის
  • სალვადორ დალის
  • ნიკო ფიროსმანის

7. ვინ არის სიმღერის "თბილისო" კომპოზიტორი?

  • რევაზ ლაღიძე
  • გია ყანჩელი
  • ვაჟა აზარაშვილი
  • ინოლა გურგულია

8. რომელ ქართულ ფილმშია ფრაზა: "ეს გზა ტაძრამდე მიმიყვანს?"

  • "ლაზარეში"
  • "მონანიებაში"
  • "ფესვებში"
  • "შერეკილებში"

9. რომელი ქართველი პოეტის ლექსიდანაა სტროფი:

"მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.
იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!"
  • ნიკოლოზ ბარათაშვილის
  • ტიციან ტაბიძის
  • გალაკტიონ ტაბიძის
  • გრიგოლ ორბელიანის

10. ჩამოთვლილთაგან, რომელ დარგში არ გაიცემა ნობელის პრემია?

  • მათემატიკაში
  • ფიზიკაში
  • ქიმიაში
  • მედიცინაში

სწორი პასუხები:

1.მაუგლი
2. სმენით
3. მკვდარ ზღვაში
4. ართურ კონან დოილი
5. ქრისტეფორე კოლუმბი
6. ვინსენტ ვან გოგის
7. რევაზ ლაღიძე
8. "მონანიებაში"
9. გალაკტიონ ტაბიძის
10. მათემატიკაში