ქვემოთ მოცემულია შეკითხვები სხვადასხვა სფეროდან. წესები მარტივია, ჯერ გაეცანით და სწორი პასუხები შეამოწმეთ ბოლოში:
1. საბავშვო ზღაპრის რომელი გმირი აღიზარდა მგლების ხროვაში?
- წითელქუდა
- მაუგლი
- გულივერი
- პინოქიო
2. როგორ ადგენენ ღამურები მიმდებარე ობიექტების პოზიციას?
- სმენით
- ვერ ადგენენ
- მხედველობით
- სუნით
3. ჩამოთვლილთაგან რომელ ზღვაშია ყველაზე მარილიანი წყალი?
- თეთრ ზღვაში
- მარმარილოს ზღვაში
- შავ ზღვაში
- მკვდარ ზღვაში
4. ვინ არის "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალის" ავტორი?
- აგათა კრისტი
- ართურ კონან დოილი
- ედგარ ალან პო
- რაიმონდ ჩანდლერი
5. ვინ არის ფოტოზე გამოსახული?

- ქრისტეფორე კოლუმბი
- გალიელეო გალილეო
- ამერიგო ვესპუჩი
- ვასკო და გამა
6. რომელი მხატვრის ნამუშევარია "მზესუმზირები"?

- ფრიდა კალოს
- ვინსენტ ვან გოგის
- სალვადორ დალის
- ნიკო ფიროსმანის
7. ვინ არის სიმღერის "თბილისო" კომპოზიტორი?
- რევაზ ლაღიძე
- გია ყანჩელი
- ვაჟა აზარაშვილი
- ინოლა გურგულია
8. რომელ ქართულ ფილმშია ფრაზა: "ეს გზა ტაძრამდე მიმიყვანს?"
- "ლაზარეში"
- "მონანიებაში"
- "ფესვებში"
- "შერეკილებში"
9. რომელი ქართველი პოეტის ლექსიდანაა სტროფი:
"მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.
იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!"
- ნიკოლოზ ბარათაშვილის
- ტიციან ტაბიძის
- გალაკტიონ ტაბიძის
- გრიგოლ ორბელიანის
10. ჩამოთვლილთაგან, რომელ დარგში არ გაიცემა ნობელის პრემია?
- მათემატიკაში
- ფიზიკაში
- ქიმიაში
- მედიცინაში
სწორი პასუხები:
1.მაუგლი
2. სმენით
3. მკვდარ ზღვაში
4. ართურ კონან დოილი
5. ქრისტეფორე კოლუმბი
6. ვინსენტ ვან გოგის
7. რევაზ ლაღიძე
8. "მონანიებაში"
9. გალაკტიონ ტაბიძის
10. მათემატიკაში