თუ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ ბავშვი დასასვენებლად სად წაიყვანოთ, ნაძვნარის სუფთა ჰაერი უკეთესია მისთვის თუ ზღვის ჰავა, მაშინ იცოდეთ, რომ საქართველოში არსებობს ოპტიმალური კურორტი, რომელიც ზღვის ნაპირსა და ფიჭვნარს აერთიანებს. შეკვეთილი უნიკალურ პირობებში დასვენებას გთავაზობთ, რადგან აქ თქვენ დაგხვდებათ ქვიშიანი სანაპირო, ფიჭვნარი, სიმშვიდე, სისუფთავე და ყველაფერი, რაც ხარისხიანი და მშვიდი დასვენებისთვისაა საჭირო.
ზოგადად, ზღვაზე დასვენება ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. ზღვის წყალი საუკეთესო ბუნებრივ მკურნალად ითვლება. მას შეუძლია მოაწესრიგოს ნივთიერებათა ცვლა და ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირება. ზღვაში ბანაობა ან უბრალოდ ჭყუმპალაობა ხელს უწყობს ორგანიზმის გაძლიერებასა და გაკაჟებას, რადგან მასში ბევრი მაკრო და მიკრო ელემენტია. ესენია: იოდი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, გოგირდი და სხვა.
ზღვის სანაპიროზე ყოფნა ფაქტობრივად „ინჰალაციაა“, რადგან იქ ჰაერი ზღვის მარილის, თვალით უხილავი ნაწილაკებითაა გაჯერებული, რაც სასუნთქი გზების სიძლიერისთვის მნიშვნელოვანია. ზღვის მარილში შემავალი ბრომი და მაგნიუმი ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს ძილს. ზღვაზე ერთკვირიანი დასვენების შედეგად ბავშვებში შიდა ქალის წნევა რეგულირდება. ზღვის წყალში არსებული იოდი და მისგან აორთქლილი ჰაერი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავებაზე დადებით გავლენას ახდენს. ზღვის მარილი აუმჯობესებს ძვლის ტვინის ფუნქციას და სწორედ ამიტომ ზღვაზე დასვენება ბავშვებში (და არამხოლოდ ბავშვებში) ანემიის პროფილაქტიკის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა.
შეკვეთილში ქვიშიანი ზღვის სანაპიროა. ქვიშით თერაპიისთვის საკმარისია ბავშვს თბილი ქვიშა ფეხებსა და მუცელზე დააყაროთ და ასე გააჩეროთ 5 წუთის განმავლობაში.
ზღვაზე დასვენების უპირატესობებს შორისაა მზის სხივების თერაპიაც. ის აძლიერებს იმუნიტეტს, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, მხედველობაზე, ახდენს რაქიტის პროფილაქტიკას.
რაც შეეხება ფიჭვნარის კორომს, რომლითაც შეკვეთილი სხვა ზღვისპირა კურორტებისგან განსხვავდება, ის გასული საუკუნის 50-იან წლებში გაშენდა. ეს გახლავთ ბიჭვინთის ფიჭვი, რომლის ტყეც შესანიშნავ გარემოს ქმნის სიმწვანეში დასვენების მსურველებისთვის. ფიჭვნარში ჰაერი ძალიან სტერილური, სურნელოვანი და სუფთაა, მდიდარია ოზონით. ოზონის მიღებისას კი ადამიანი სიძლიერესა და მოზღვავებულ ენერგიას გრძნობს. ფიჭვნარები დიდი ოდენობით გამოყოფენ ფიტონციდებს, რომლებიც კლავენ ან ზღუდავენ ბაქტერიებს. ფიჭვნარში სეირნობა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სასუნთქი სისტემის დაავადება აწუხებს.
ფიჭვის მტვერი ბუნების ერთ-ერთი საჩუქარია. იგი ძირითადად გამოიყენება ბრონქიტის, ფილტვების ანთებისას, ასთმური დაავადებების სამკურნალოდ. ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აჯანსაღებს გულსისხლძარღვთა სისტემას, არეგულირებს არტერიულ წნევას, ანადგურებს ტუბერკულოზის ჩხირებს, სხვადასხვა ბაქტერიებს და ხელს უშლის კიბოს განვითარებას.
შეკვეთილში ბავშვებთან ერთად მშვიდად დაისვენებთ უფროსებიც, რადგან აქ არ არის ისეთი ხალხმრავლობა, როგორიც შავი ზღვის სხვა კურორტებზე. შეკვეთილში შესაძლებელია დაისვენოთ როგორც სასტუმროში, ისე გესთ ჰაუსსა და კოტეჯში. ახლა კი კურორტზე პირველი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი და დასასვენებელი კომპლექსი
FIDELIO შენდება. ის აერთიანებს აპარტამენტებს, ღია საცურაო აუზს, მოსასვენებელ სივრცეს, ბავშვთა გასართობ ტერიტორიას, იზოლირებულ სივრცეს ოთხფეხა მეგობრებისთვის და დამატებით რეკრეაციულ ზონას. პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს ზღვასთან ახლოს, ტყის კორომში. კომპლექსი სანაპიროდან 150 მეტრის მოშორებითაა.
FIDELIO-ში შეგიძლიათ, შეიძინოთ აპარტამენტი, რომელშიც თავადაც დაისვენებთ და საინვესტიციოდაც გამოიყენებთ წლის იმ პერიოდში, როცა თქვენ არ იქნებით შეკვეთილში. ენერგოეფექტური აპარტამენტები ჩაგბარდებათ ავეჯითა და ტექნიკით კეთილმოწყობილი. რემონტი მოიცავს ევროპული სტანდარტის მშენებლობასა და მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალას. აპარტამენტები აღჭურვილი იქნება შემდეგი საყოფაცხოვრებო ტექნიკით: მაცივარი, სარეცხი მანქანა, ელექტრო ღუმელი, კონდიციონერი, გამწოვი, ტელევიზორი. რაც შეეხება ავეჯს, აპარტამენტში დაგხვდებათ: საწოლი, სათავსო-კარადა, სასადილო მაგიდა, მოსასვენებელი სკამები, რბილი ავეჯი.
არ დაგავიწყდეთ, რომ შეკვეთილში მდებარეობს დენდროლოგიური პარკი, Black Sea Arena, სოციალური სივრცე, მინიატურების პარკი, მუსიკოსთა პარკი.
შეკვეთილში დასვენება თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობაზე ცალსახად დადებით გავლენას მოახდენს.