მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი მშობლების სიყვარულის გარეშე გაიზრდა, ზოგსაც ბავშვობის სიღარიბეში გატარება მოუწია, მათ მაინც ბევრი რამის მიღწევა და შოუბიზნესის სამყაროს დაპყრობა შეძლეს.
შარლიზ ტერონი
შარლიზ ტერონის ყველა გულშემატკივარმა იცის იმ ტრაგედიის შესახებ, რაც გოგონას ცხოვრებაში წლების წინ მოხდა. როდესაც მომავალი ვარსკვლავი 15 წლის იყო, დედამ მამამისი მის თვალწინ მოკლა. როგორც ცნობილია, ტერონის მამა ბევრს სვამდა და ცოლ-შვილს ფიზიკურად უსწორდებოდა. ამიტომაც, ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს, შარლიზის დედამ იარაღი ესროლა.
"დიდი ხნის განმავლობაში ვმალავდი, არ მინდოდა ვინმესთვის სიმართლე მეთქვა. მამაზე რომ მეკითხებოდნენ, ვპასუხობდი, რომ ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ვის უნდა ასეთი რაღაცების თქმა? გარშემომყოფებმა არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ და არ მინდოდა თავი მსხვერპლად მეგრძნო. შემდეგ გავიარე თერაპია და მდგომარეობა შემიმსუბუქდა." - თქვა ტერონმა ინტერვიუში.
კიანუ რივზი
მსახიობი ბეირუთში დაიბადა. დედა კოსტიუმების მხატვარი იყო, ხოლო მამა გეოლოგი. მამამისს კრიმინალური წარსული ჰქონდა და არალეგალურ ნივთიერებებს ჰყიდდა. კიანუ რომ 3 წლის იყო, ოჯახი მიატოვა. ამის შემდეგ დედამისი რამდენჯერმე დაქორწინდა და განქორწინდა. მუდმივად ეძებდა ქალურ ბედნიერებას, მაგრამ არ გაუმართლა. გარდა ამისა, ხშირად იცვლიდნენ საცხოვრებელს და რივზიც მეგობრების გაცნობას ვერ ასწრებდა. ამიტომაც, კიანუს ბავშვობას უღრუბლო სულად არც შეიძლება ვუწოდოთ.
დემი მური
მომავალ ვარსკვლავს რთული ბავშვობა ჰქონდა, მამამ ფეხმძიმე ცოლი ქალიშვილის დაბადებამდე მიატოვა. მალევე იგი დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. დემის დედა ხშირად სვამდა. შემდეგ იგი გაზეთების გამყიდველზე დაქორწინდა. ისიც ალკოჰოლს მოიხმარდა. ამავდროულად, ოჯახს მუდმივად აკლდა ფული, მაგრამ ჩხუბი და სკანდალები უხვად იყო. ამიტომაც, დემი დაძაბულობასა და სიღარიბეში გაიზარდა.
ტომ კრუზი
მსახიობს მოსიყვარულე ოჯახი ჰყავდა, მაგრამ უკიდურეს სიღარიბეში იზრდებოდა. მარავალშვილიან ოჯახში მხოლოდ მამა მუშაობდა. ის ელექტროინჟინერი იყო, მაგრამ საჭირო საკვებისა და ნივთების ყიდვას მაინც ვერ აუდიოდა. ერთი ადგილიდან მეორეში გადადიოდნენ, რომ მამას კიდევ დამატებითი სამუშაო ენახა. რამდენიმე წელში ტომ კრუზმა 15 სკოლა გამოიცვალა.
ოპრა უინფრი
ოპრას დედამ გოგონა 18 წლის ასაკში გააჩინა და იგი ბებიას დაუტოვა მოსავლელად. ქალი საკმაოდ მკაცრი აღზრდით გამოირჩეოდა და როგორც მოგვიანებით ოპრამ გაიხსენა, ხშირად სცემდა, მათ შორის, მათრახით. როდესაც გოგონა ექვსი წლის გახდა, დედამ თავისთან წაიყვანა, მაგრამ იქ კიდევ უარესი ელოდა. დედის მეგობრები და თაყვანისმცემლები მუდმივად ავიწროებდნენ, ცხრა წლის ასაკში კი 19 წლის ბიძაშვილმა გააუპატიურა. ოპრამ მაინც მოახერხა ყველა გასაჭირის დაძლევა და დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და ძლიერ ქალად ითვლება.
P Diddy
რეპერი შონ ჯონ კომბსი, ცნობილია ფსევდონიმით P Diddy, ნიუ-იორკში დაიბადა. მისი მამა ადგილობრივ მაფიასთან თანამშრომლობდა. ის მაშინ დახვრიტეს, როცა შონი მხოლოდ ორი წლის იყო. საბედნიეროდ, შურისძიება არ გაგრძელებულა და მაფიის წევრები შონსა და მის ოჯახს აღარ ემუქრებოდნენ.
ჟერარ დეპარდიე
ჟერარ დეპარდიე მრავალშვილიან, ღარიბ ოჯახში დაიბადა. მამამისი ძალიან ბევრს სვამდა და უკეთესი სამსახურის პოვნას არ ცდილობდა. ჟერარი ოჯახში არასასურველი ბავშვი იყო და დედამისი საკუთარი ძალებით ცდილობდა ნაყოფის მოშორებას, თუმცა, საბედნიეროდ, არ გამოუვიდა. მამის სიმთვრალისა და დედის მარადიული დეპრესიის გამო ბიჭი ყურადღების გარეშე გაიზარდა. მას მეტყველების პრობლემებიც ჰქონდა. ყურადღების მისაქცევად თაღლითობდა და კანონსაწინააღმდეგო საქმეებში ერთვებოდა. ამიტომაც, პოლიციასთან მუდმივად ჰქონდა პრობლემები. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც დეპარდიეს მეგობარი პარიზში სამსახიობო კურსებზე მოხვდა და ჟერარიც თან წაიყვანა.
მადონა
როდესაც მადონა 5 წლის იყო, დედა კიბოთი გარდაეცვალა. გოგონას დეპრესია განუვითარდა და რამდენიმე წლის განმავლობაში სიკვდილის ეშინოდა. მის დახმარებას არავის ცდილობდა. მამამ მეორე ცოლი მოიყვანა, მათ საერთო შვილები შეეძინათ და მადონას ყურადღებას აღარავინ აქცევდა. დედინაცვალი ცუდად ექცეოდა და ხშირად საჭმელსაც არ აჭმევდა. მადონას ორი ძმა ჰყავდა, ისინი ნარკომანები იყვნენ და ხშირად ძალადობდნენ გოგონაზე. ამიტომაც, მომღერალი თავიდანვე ყოჩაღი და მეამბოხე იყო, სხვანაირად იმ ოჯახში ვერ გადარჩებოდა.
ლეიტონ მისტერი
სერიალ "ჭორიკანას" ვარსკვლავი გისოსებს მიღმა დაიბადა. მისი მშობლები უკანონო ნივთიერების კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს. დედამისი ორსულად იყო, ამიტომაც ბავშვი ციხეში გაჩნდა. გოგონას ბებია და დეიდა ჰყავდა. მათ ლეიტონი თავისთან წაიყვანეს და გაზარდეს.
ჯეკი ჩანი
ჯეკი ჩანი ჩინეთში უღარიბეს ოჯახში დაიბადა. მისი ოჯახი იმდენად გაჭირვებული იყო, რომ მზად იყვნენ, ბავშვი 26 დოლარად გაეყიდათ. ჯეკი ჩანმა არ იცოდა, რა იყო დედისა და მამის სიყვარული. 7 წლის რომ გახდა, მისი მშობლები ავსტრალიაში წავიდნენ სამუშაოს მოსაძებნად, ბიჭი კი პანსიონში დატოვეს. თუმცა, ყველა სირთულის მიუხედავად, ჯეკი ჩანმა მსოფლიო აღიარება და მილიონობით დოლარის გამომუშავება შეძლო.