ბოლო პერიოდში ცნობილი მსახიობი იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში და ახლა გაირკვა მიზეზი. აქამდე ამ თემაზე წყვილი არ საუბრობდა. 44 წლის ეშტონი და მისი 38 წლის მეუღლე, ასევე მსახიობი მილა კუნისი ორ შვილს ზრდიან, არ აქვთ სოციალური ქსელი და მთელ თავისუფალ დროს ბავშვებს უთმობენ. აქამდე საზოგადოება ფიქრობდა, რომ იშვიათი გამოჩენები ოჯახში მეტი დროის გატარების სურვილით იყო გამოწვეული და იმით, რომ წყვილს არ უყვარს საჰარო ცხოვრება. თუმცა აღმოჩნდა, რომ ორი წლის წინ ეშტონს იშვიათი და სერიოზული დაავადება აღმოუჩინეს - ვასკულიტი. ეს ავტოიმუნური დაავადებაა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სისხლძარღვების ანთება, საბოლოოდ კი - ორგანოებისა და ქსოვილების დაზიანება. ეშტონმა გულადხილად ისაუბრა, რომ ამ დაავადებამ კინაღამ მხედველობა და სმენა წაართვა, და სიარულიც არ შეეძლო.
"ორი წლის წინ მქონდა ამ დაავადების უჩვეულო ფორმა, რომელმაც მწყობრიდან გამოიყვანა ჩემი მხედველობა, სმენა, ვეღარ ვმოძრაობდი ნომალურად. ექიმების წყალობით, რომლებმაც დაავადება ადრეულ სტადიაზე გამოავლინეს და სწორი მკურნალობა დანიშნეს, გავართვი თავი ვასკულიტს". ძალების აღდგენას წელიწადი დასჭირდა, თუმცა მისივე თქმით, ამან სულიერად გააძლიერა.
