მას მერე, რაც დევიდ და ვიქტორია ბექჰემის უფროსი ვაჟი დაქორწინდა და უმდიდრესი გოგონა, ნიკოლა პელტცი შეირთო ცოლად, ძალიან მალე გამოჟონა ოჯახიდან ინფორმაციამ რძალ-დედამთილის კონფლიქტის შესახებ. არადა, მანამდე ცნობილი იყო, რომ ნიკოლსა და ვიქტორიას შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ. ქორწილის მერე კი მათ შორის თითქოს შავმა კატამ გაირბინა.
ყველაფერი მეტისმეტად უღრუბლო იყო - იდეალური წყვილი, გიჟური სიყვარული, სიყვარულის ახსნა, მდიდრული და ლამაზი ქორწილი, ოჯახური ფოტოები...

აგვისტოს დასაწყისში ბრუკლინის მშვენერმა მეუღლემ სოციალურ ქსელში ნამტირალევი ფოტო გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით: "ყველას აქვს დღეები, როცა ადამიანები გულს ტკენენ. და ეს ნორმალურია, როცა ამის გამო თავს ცუდად გრძნობ და ნაწყენი ხარ".

მაშინვე ყველამ გადაწყვიტა, რომ ნიკოლა ვიქტორია ბექჰემს გულისხმობდა. ბრუკლინი კი, სანდო წყაროს თქმით, ყველაფერს აკეთებს, რომ ნიკოლაც ბედნიერი იყოს და საყვარელ დედასაც არ დაერღვას სიმშვიდე. მათ კარგ ურთიერთობაზეც ბევრს მუშაობს. მოგვიანებით დაწერა კიდეც, რომ ჭორები ვრცელდება და სინამდვილეში ყველაფერი კარგად არის...
განხეთქილების მიზეზებზეც სხვადასხვა ვერსია ვრცელდებოდა. ზოგიერთები ამბობენ, რომ ვიქტორიას ეწყინა, როცა ნიკოლა "ახალ მისის ბექჰემად" მონათლეს და ასე ვთქვათ, დედამთილს ტიტული ჩამოართვა. სხვების აზრით, ნიკოლას შურს ვიქტორიასი, რადგან ის ბევრად პოპულარულია და მას მეტ ყურადღებას აქცევენ. თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ნიკოლამ ჟურნალისტებს გაუმხილა, საიდან დაიწყო ყველაფერი.

გოგონას თქმით, დაძაბულობა ქორწილამდე დაიწყო და გამოიწვია საპატარძლო კაბამ. ნიკოლამ არ ჩაიცვა დედამთილის კოლექციის კაბა (
როგორც ცნობილია, ყოფილი მომღერალი ვიქტორია ბექჰემი წარმატებული დიზაინერია) და მის ნაცვლად, ვალენტინოს კოლექციაზე შეაჩერა არჩევანი.
"ვგეგმავდი, რომ ვიქტორიას კაბა მცმოდა, ძალიანაც მინდოდა. მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ვიქტორია მიხვდა, რომ ატელიე ვერ ასწრებდა შეკერვას. ამიტომ სხვა კაბა ავარჩიე", - ეს თქვა ნიკოლამ, თუმცა ვერ მოესწრო, თავად არ აარჩია თუ ვიქტორიამ აღარ შეუკერა, ეს უკვე მხოლოდ თავად იციან. ფაქტია, ამ ამბების შემდეგ რძალ-დედამთილი მაქსიმალურად გაურბის ერთმანეთთან კონტაქტს. იმედია, ბრუკლინი მშვიდობის მტრედის როლს წარმატებით გაართმევს თავს და შეარიგებს ქალებს.