"ჩვენ გავიმარჯვეთ, 4-წლიანი ბრძოლის შემდეგ თბილისის მერიამ თბილისის ზღვაზე ე.წ ჩანჩქერის ტერიტორიაზე დაამონტაჟა ჯებირები და განათავსა საინფორმაციო აბრები", - ამის შესახებ პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა, რითაც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ჩანჩქერთან განთავსებულ ჯებირებს და საინფორმაციო აბრებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, საქართველოში კვლავ რჩება ე.წ სიკვდილის ზონები, რომელზეც პასუხისმგებლობა ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა აიღონ.
„მეგობრებო, ჩვენ გავიმარჯვეთ, როგორც მოგეხსენებათ, 2018 წელს რამდენიმე ორგანიზაციასთან ერთად, დავიწყეთ კამპანია - იცურე მშვიდად, სწორედ ამ ადგილიდან (ე.წ ჩანჩქერის ტერიტორია, თბილისის ზღვა) სადაც 5 ახალგაზრდა დაიხრჩო. 4 წელი დაგვჭირდა ბრძოლა, რომ თბილისის მერიას ამ ადგილზე ჯებირები დაემონტაჟებინა და მასზე საინფორმაციო აბრები განეთავსებინა.
საქართველოში კვლავ რჩება ე.წ სიკვდილის ზონები, რომელზეც პასუხისმგებლობა ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა აიღონ. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას“ - წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.
კამპანია „იცურე მშვიდად“ 2018 წ. 16 ივლისს დაიწყო ანა დოლიძის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, CENN-ის და პროგრესის ცენტრის ინიციატივით. კამპანიის მიზანი ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო.
რატომ იხრჩობიან ხშირად თბილისის ზღვაზე - განსაკუთრებით საშიში ზონები და შეიძლება თუ არა ბანაობა წყალსაცავზე, საიდანაც სასმელი წყალი მოგვეწოდება
"9 წლის გიორგი ნაპირთან ახლოს, დედის თვალწინ დაიხრჩო" - სად არის სიკვდილის ზონები საქართველოში
"სავარაუდოდ, გონება დაკარგა და წყლიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო" - რა მოხდა ზღვაზე, სადაც 16 წლის ბიჭი დაიხრჩო