"მეკითხებიან, უფროსი ცოლი როგორ მოვიყვანე..." - ხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე ცხოვრებაში გადატანილ სირთულეებზე, ერთმანეთთან "ხელებით ჩხუბსა" და გამოწვევებზე - მშობლები

"მეკითხებიან, უფროსი ცოლი როგორ მოვიყვანე..." - ხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე ცხოვრებაში გადატანილ სირთულეებზე, ერთმანეთთან "ხელებით ჩხუბსა" და გამოწვევებზე

2022-08-15 05:04:04+04:00
ცნო­ბილ­მა წყვილ­მა, ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ამ და ზურა ხა­ჩი­ძემ გადა­წყვი­ტეს, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "ლაივ ჩარ­თვე­ბის" სა­შუ­ა­ლე­ბით ადა­მი­ა­ნებს სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე თა­ვი­ან­თი მო­საზ­რე­ბე­ბი გა­უ­ზი­ა­რონ და სა­ზო­გა­დო­ე­ბის კი­თხვებს უპა­სუ­ხონ.

ზუ­რამ და ხა­თუ­ნამ ამ­ჯე­რად თა­ვი­ანთ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე და იმ სირ­თუ­ლე­ებ­ზე ისა­უბ­რეს, რომ­ლე­ბიც თა­ნა­ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­ი­ტა­ნეს.

ხა­თუ­ნა:

- არ მინ­და, ამ თე­მით თავი მო­გა­ბეზ­როთ, მაგ­რამ პირ­ვე­ლი ის არის, რომ ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი. არ ინერ­ვი­უ­ლოთ რო­დე­საც რა­ი­მე დი­აგ­ნოზს გა­ი­გებთ. მთა­ვა­რია, ტვინ­ში ეს გა­და­ხარ­შოთ და იბ­რძო­ლოთ. ამ წას­ვლა­ზე, შე­მოწ­მე­ბა­ზე რომ ჩავ­დი­ო­დი თურ­ქეთ­ში, გა­ხა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ექვს თვე­ში ერთხელ ჩავ­დი­ო­დი. რო­გორც ჩემი შვი­ლი მე­უბ­ნე­ბა, არის პა­ტა­რა რა­ღა­ცა გა­მო­ნა­ზარ­დი, რო­მე­ლიც არ არის სიმ­სივ­ნუ­რი. უბ­რა­ლოდ რად­გან მიდ­რე­კი­ლე­ბა მქონ­და სიმ­სივ­ნის­კენ სას­წრა­ფოდ გა­მი­კე­თეს დას­ხი­ვე­ბა. სექ­ტემ­ბერ­ში ვარ და­ბა­რე­ბუ­ლი და ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა. თქვე­ნი ლოც­ვი­სა და ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­რე­შე ამას ვერ გა­და­ვი­ტან­დი. ყო­ველ­თვის ვი­წყებ ხოლ­მე ნი­ნი­თი, რო­მელ­ზეც ყვე­ლა­ზე დიდი დარ­ტყმა იყო და შემ­დეგ ჩემი ზურა. ხან­და­ხან ვფიქ­რობ­დი ხოლ­მე, რომ ცოტა გა­გიჟ­და.
გვინ­და, რომ ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი ლა­ი­ვე­ბი გა­ვა­კე­თოთ. ჩვენ­მა სიყ­ვა­რულ­მა და ურ­თი­ერ­თო­ბამ ბევ­რი ქარ­ტე­ხი­ლი გა­ი­ა­რა. ასე ად­ვი­ლად არ არის ყვე­ლა­ფე­რი რო­გორც გვერ­დი­დან ჩანს. ჩვენ ერ­თმა­ნეთ­თან ხე­ლე­ბი­თაც გვი­ჩხუ­ბია.


ზურა:

- მე ვა­მა­ყობ, რომ ქალ­ზე ხელი არ ამი­წე­ვია.

ხა­თუ­ნა:

- მე ბევ­რჯერ და­მი­ბწ­კე­ნია, რომ ვერ ვა­გე­ბი­ნებ­დი. ბევრ თე­მებ­ზე შეგ­ვიძ­ლია სა­უ­ბა­რი, ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მინ­და ახალ­გაზ­რდე­ბი ჩა­ერ­თონ ჩვენ ლა­ი­ვებ­ში. ეს პირ­ველ ეტაპ­ზე იყო, ზუ­რას რომ გავ­ყე­ვი ცო­ლად. ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ეტაპს ბევ­რი გან­საც­დე­ლი მოჰ­ყვე­ბა. ბევ­რი არე­უ­ლო­ბაა ოჯახ­ში, რო­დე­საც ახა­ლი შექ­მნი­ლია. ამ ბოლო დროს ანას­ტა­სია და­ინ­ტე­რეს­და და ვუყ­ვე­ბით ხოლ­მე. კარ­გი იქ­ნე­ბა თუ მისი ტოლი გოგო-ბი­ჭე­ბი ჩაგ­ვერ­თვე­ბი­ან და კი­თხვებს დაგ­ვის­ვა­მენ. განაგრძეთ კითხვა