ცნობილმა წყვილმა, ხათუნა ჟორდანიამ და ზურა ხაჩიძემ გადაწყვიტეს, რომ სოციალურ ქსელში "ლაივ ჩართვების" საშუალებით ადამიანებს სხვადასხვა თემაზე თავიანთი მოსაზრებები გაუზიარონ და საზოგადოების კითხვებს უპასუხონ.
ზურამ და ხათუნამ ამჯერად თავიანთ ურთიერთობაზე და იმ სირთულეებზე ისაუბრეს, რომლებიც თანაცხოვრების განმავლობაში გადაიტანეს.
ხათუნა:
- არ მინდა, ამ თემით თავი მოგაბეზროთ, მაგრამ პირველი ის არის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. არ ინერვიულოთ როდესაც რაიმე დიაგნოზს გაიგებთ. მთავარია, ტვინში ეს გადახარშოთ და იბრძოლოთ. ამ წასვლაზე, შემოწმებაზე რომ ჩავდიოდი თურქეთში, გახარებული ვიყავი. ექვს თვეში ერთხელ ჩავდიოდი. როგორც ჩემი შვილი მეუბნება, არის პატარა რაღაცა გამონაზარდი, რომელიც არ არის სიმსივნური. უბრალოდ რადგან მიდრეკილება მქონდა სიმსივნისკენ სასწრაფოდ გამიკეთეს დასხივება. სექტემბერში ვარ დაბარებული და ვნახოთ, რა იქნება. თქვენი ლოცვისა და ჩემი ოჯახის წევრების გარეშე ამას ვერ გადავიტანდი. ყოველთვის ვიწყებ ხოლმე ნინითი, რომელზეც ყველაზე დიდი დარტყმა იყო და შემდეგ ჩემი ზურა. ხანდახან ვფიქრობდი ხოლმე, რომ ცოტა გაგიჟდა.
გვინდა, რომ ყოველკვირეული ლაივები გავაკეთოთ. ჩვენმა სიყვარულმა და ურთიერთობამ ბევრი ქარტეხილი გაიარა. ასე ადვილად არ არის ყველაფერი როგორც გვერდიდან ჩანს. ჩვენ ერთმანეთთან ხელებითაც გვიჩხუბია.
ზურა:
- მე ვამაყობ, რომ ქალზე ხელი არ ამიწევია.
ხათუნა:
- მე ბევრჯერ დამიბწკენია, რომ ვერ ვაგებინებდი. ბევრ თემებზე შეგვიძლია საუბარი, ჩვენი გამოცდილებიდან. განსაკუთრებულად მინდა ახალგაზრდები ჩაერთონ ჩვენ ლაივებში. ეს პირველ ეტაპზე იყო, ზურას რომ გავყევი ცოლად. ცხოვრების ყველა ეტაპს ბევრი განსაცდელი მოჰყვება. ბევრი არეულობაა ოჯახში, როდესაც ახალი შექმნილია. ამ ბოლო დროს ანასტასია დაინტერესდა და ვუყვებით ხოლმე. კარგი იქნება თუ მისი ტოლი გოგო-ბიჭები ჩაგვერთვებიან და კითხვებს დაგვისვამენ.
განაგრძეთ კითხვა