"გთხოვთ, გამ­წა­რე­ბუ­ლი დედა გეხ­ვე­წე­ბით, და­მეხ­მა­რეთ, იქ­ნე­ბა ვინ­მემ სად­მე ნა­ხეთ" - მდინარე ცხენისწყალთან დაკარგულ ბავშვს ამ დრომდე ეძებენ - მშობლები

"გთხოვთ, გამ­წა­რე­ბუ­ლი დედა გეხ­ვე­წე­ბით, და­მეხ­მა­რეთ, იქ­ნე­ბა ვინ­მემ სად­მე ნა­ხეთ" - მდინარე ცხენისწყალთან დაკარგულ ბავშვს ამ დრომდე ეძებენ

2022-08-18 05:15:54+04:00
ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, მდი­ნა­რე ცხე­ნის­წყალ­ში 6 წლის ბავ­შვი დაიკარგა, რომელიც ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა მდინარის ნაპირზე. სოციალურ ქსელში ამ ამბის შესახებ ბავშვის დედამ, თაკო ოჩიგავამ გამოაქვეყნა პოსტი:

"გთხოვთ და­მეხ­მა­რეთ დავ­კარ­გე შვი­ლი... მდი­ნა­რე ცხე­ნის წყალ­ზე ბა­ბუ­ას ჰყავ­და თა­ვის და-ძმას­თან ერ­თად, 5 წუთ­ში კი გაქ­რა. იქ­ნებ ვინ­მემ რამე და­ი­ნა­ხეთ, გთხოვთ, გამ­წა­რე­ბუ­ლი დედა გეხ­ვე­წე­ბით, და­მეხ­მა­რეთ, იქ­ნე­ბა ვინ­მემ სად­მე ნა­ხეთ".

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მაშველები იმყოფებიან და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.


alt6 წლის ბავშვი, რომელსაც მდინარე ცხენისწყალში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს