რუსეთიდან მოსახლეობის მასობრივმა სემოდინებამ ბევრ სფეროში შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას დისკომფორტი. ეს პოსტიც საკურორტო ზონაში შექმნის ვითარებას ასახავს.
"დაუგეგმავად მომიწია შვებულებამ. ყოველ წელს, მე და ჩემი მეგობარი ბავშვებით ზღვაზე მივდივართ ხოლმე და არც ახლა დავარღვიეთ ტრადიცია.
მოკლე დროში ინტერნეტით ვერაფერი მოვიძიეთ, პირდაპირ ჩავლაგდით და მივაშურეთ ზღვისპირეთს.
ვიფიქრეთ, ადგილზე ვნახავდით სასტუმროს.
დაახლოებით შუადღისთვის ადგილზე ვიყავით. მოვიარეთ გრიგოლეთი,შეკვეთილი, ურეკი, ქობულეთი ნემსის ჩასაგდები ადგილი არ არის, ბათუმისკენ უზარმაზარი საცობებია.
ისევ ურეკისკენ მივბრუნდით, ბავშვები დაიღალნენ, აწუწუნდნენ, ამდენ ხეტიალში დროც გავიდა, მოსაღამოვდა.
შუამავლის დახმარებით ერთ-ერთ სასტუმროს მივუახლოვდით, სადაც ნომერს შეგვპირდნენ.
ფასზეც შევთანხმდით, ყველაფერზე თანახმა ვართ, ძალიან დავიღალეთ.
შუამავალი გზიდან ავიყვანეთ, სასტუმრომდე დაახლოებით 5 წუთის გზაა, მივედით და დიასახლისი გვეუბნება რომ "ერთი ფეხით დაგვასწრეს" და ნომერი "უფრო ძვირად", "ვანიაზე და ტანიაზე" გაქირავდა. სიბრაზისგან და უმწეობისგან აღარ ვიცით რა გავაკეთოთ, შეძლებისდაგვარად მშვიდად ვუხსნით, რომ ბავშვებით ვართ და ქუჩაში გვტოვებენ, მითუმეტეს მანამდე ტელეფონზე შევთანხმდით... არც გვიყურებს, ძაღლად არ გვაგდებს, ახლად მოსულ "ტანია-ვანიას" ეხმარება ამობარგებაში...
ამასობაში დაგვაღამდა და ისევ ქუჩაში ვართ ბავშვებით, გვიან ღამით გაგვიმართლა და გადაკარგულში ვიპოვეთ თავისუფალი ნომერი, მაგრამ ვინღა ჩიოდა...
სამწუხარო რეალობაა, ეს არის ჩვენი პატრიოტიზმი, ერთმანეთის გატანა და თანადგომა.
გროშის გულისთვის ოკუპანტს ფეხქვეშ რომ ეგებიან, კომფორტს უქმნიან და თავისივე თანამემამულეს ზემოდან ძაღლებივით დასჩერებიან, ასე ხდება მასობრივად.
სრულიან წარმოუდგენელია, ვერ იფიქრებ, რომ შენს ქვეყანაში, საქართველოში ხარ.
პლაჟზე, ქუჩაში, მაღაზიაში უმეტესად საუბრობენ რუსულად. კაფე-ბარებში რუსული სიმღერები ისმის, აქა იქ ჩიტო-გვრიტოს უმღერიან "საყვარელ სტუმრებს", ჩაქვში პირდაპირ რუსულ დროშებს უფრიალებენ და მწვანეს უნთებენ.
სტუმრები აქ ჩვენ, ქართველები ვართ, თან არც თუ ისე სასურველი.
ზღვისპირეთში თუ გადაწყვეტთ დასვენებას, გაითვალისწინეთ, რომ აქ ყველაფერი რიგითი „ტანია-ვანიების“ კომფორტზეა გათვლილი."
სოფო, 33 წლის
"ვიცი, რომ ქართულ ზღვის კურორტზე არასდროს აღარ წავალ დასასვენებლად..." - გამოხმაურება