საბავშვო ბაღის პირველი თვეები ბევრი ბავშვისთვის ნამდვილ გამოცდად იქცევა ხოლმე. არც არის გასაკვირი - ბავშვი დედისგან შორსაა, უცნობ ადგილას, უწევს დაემორჩილოს საერთო წესრიგსა და რეჟიმს. თუ პატარა ბუნებრივად მორცხვია და ბავშვებთან კონტაქტს მიჩვეული არ არის, მაშინ ჯგუფში ადაპტაცია მისთვის რთული იქნება. ერთბაშად ბევრი თანატოლის გარემოცვამ შეიძლება შეაშინოს და სტრესის მიზეზიც გახდეს. სამაგიეროდ, ეს პერიოდი უფრო მარტივია კომუნიკაბელური ბავშვებისთვის, რომლებიც ადვილად ამყარებენ კონტაქტს და თავს კომფორტულად გრძნობენ თანატოლებს შორის.
იმისათვის, რომ ბავშვმა თანატოლებთან თამაშით სიამოვნება მიიღოს, შეძლოს დამეგობრება, მას კომუნიკაციის უნარი უკვე უნდა ჰქონდეს განვიტარებული. ამაზე მშობლებმა უნდა იზრუნონ, რომლებსაც შეუძლიათ ამ საკითხში დიდი დახმარება გაუწიონ ბავშვს.
როგორ ვასწავლოთ ბავშვს კომუნიკაცია
ჩვეულებრივ, დამოუკიდებლობის პირველი ნიშნებს პატარა ორი ან სამი წლის ასაკისთვის ავლენს. მალე ბავშვი შეამჩნევს, რომ საყვარელი დედიკოს და მამიკოოს გარდა, სხვა ბავშვებიც არიან, რომლებთან თამაშიც შეიძლება. ამ დროიდან მოყოლებული, თანატოლებთან კომუნიკაციის მოთხოვნილება ბავშვის სულ უფრო მეტად აქვს. მოზარდობაში კი მისი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი გახდება.
ადრეული ასაკიდან, ჯერ კიდევ საბავშვო ბაღის დაწყებამდე, გაიყვანეთ ბავშვი საზოგადოებაში, გააცანით მის თანატოლებს. თუ უშუალოდ თვენი საცხოვრებლის ირგვლივ, სამეზობლოში ამის საშუალება არ არის, შეგიძიათ სტუმრად წაიყვანოთ, ეწვიეთ მეგობრებს, რომლებსაც იმავე ასაკის ბავშვები ჰყავთ. არსებობს ბავშვთა კომერციული ჯგუფური აქტივობები. შეგიძლიათ, დარეგისტრირდეთ რომელიმეზე და ასე მოხვდეს თქვენი შვილი თანატოლთა გარემოცვაში.
დაეხმარეთ ბავშვებს ისწავლონ სხვასთან თამაში, ისეთი, რომელშიც რამდენიმე ადამიანი მონაწილეობს და ყველას თავისი როლი აქვს. მაგალითად, "სახლობანა", "დედა-შვილობანა", "ექიმობანა" , ნებისმიერი სიტუაციური თამაში, სადაც მეორე ან მეტი ბავშვის მონაწილეობაა საჭირო. რაც უფრო მეტი აქტივობა იცის ბავშვმა, მით უფრო ადვილი იქნება მისთვის სხვებთან ურთიერთობა.
ითამაშეთ სხვადასხვა ყოველდღიური სიტუაციები. მაგალითად, ასწავლეთ საყვარელ დათუნიას, როგორ გაიცნოს ვინმე. როგორ დაემშვიდობოს თავაზიანად. რომელი თამაში უნდა ითამაშოს მეგობართან და ა.შ. თქვენ ასევე შეგიძლიათ დადგათ კონფლიქტური სიტუაციები, რომლებიც ვითომ მოხდა თქვენს თამაშში, გამოხატოთ ემოციები, შესთავაზეთ შერიგების და დამშვიდების რამდენიმე გამოსავალი - ძალიან ვიზუალური და სასარგებლო. სხვათა შორის, ბავშვისთვის შერიგების სწავლება დიდი უნარია, მნიშვნელოვანი და აუცილებელი საბავშვო ბაღში.
5 მნიშვნელოვანი რჩევა, რომ თქვენს შვილს საბავშვო ბაღთან შეგუება არ გაუჭირდეს
მოვემზადოთ საბავშვო ბაღისთვის: სპეციალისტები გვირჩევენ, როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვს თანატოლებთან ურთიერთობა
როდის განახლდება საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი