ვინაიდან 15 სექტემბერი კვირის ბოლო დღეა, ბევრ მშობელს გაუჩნდა შეკითხვა, სასწავლო პროცესის განახლების თარიღი ხომ არ ხომ არ დაგაიწევს ორშაბათამდე. სოციალურ ქსელში უკვე წერენ, რომ სწავლა ორშაბათიდან, 19 სექტემბრიდან დაიწყება. ვინაიდან კითხვის ნიშნები და ვარაუდები გაჩნდა, საბოლოო პასუხის დასაზუსტებლად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ. როგორც სამინისტროში გვითხრეს, არაფერი შეცვლილა და სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება. ამ ეტაპზე, სწავლის დაწყების თარიღში ცვლილება არ იგეგმება.
მათი ინფორმაციით, გამონაკლისი შეიძლება დაიშვას კერძო სკოლის შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს რაიმე მნიშვნელოვანი მიზეზი და პროცესის თარიღის გადაწევის მოთხოვნით სამინისტროს იფიციალურად მიმართავს.
საჯარო და კერძო სკოლებში საზაფხულო არდადეგები 15 ივნისს დაიწყო, სასწავლო პროცესი კი 15 სექტემბერს განახლდება.
რა სიახლეები დაგხვდებათ სექტემბრიდან სკოლებში