ახლა ქლიავის სეზონია. ეს ხილი ფასით ყველაზე ხელმისაწვდომია, ამიტომ მისი მურაბა აუცილებლად უნდა გააკეთოთ.
ინგრედიენტების რაოდენობა არის მიახლოვებითი, რადგან შეგიძლიათ მოამზადოთ იმდენი ქლიავი, რამდენიც გაქვთ. თუმცა ჯობია მოამზადოთ ისე, რომ ყველა ხილი მოთავსდეს ერთ საცხობ ლანგარზე. ასე რომ, ჯერ ქლიავი უნდა აირჩიოთ.
ინგრედიენტები:
- ქლიავი 1-2 კგ.
- ნიგოზი იმის ნახევარი, რამდენი ქლიავიც გექნებათ
- ყავისფერი შაქარი (1 ქლიავზე ნახევარი ჩ/კ.)
ქლიავი გარეცხეთ, შუაზე ჩაჭერით და ამოაცალეთ კურკები. ნიგვზის ლებნებიც შუაზე გაყავით.
ქლიავს ჩაუდეთ გულში ნახევარი ნიგოზი.
დაჭრილი ქლიავი მოათავსეთ პერგამენტით დაფარულ საცხობ სინზე. ჩააყარეთ ყავისფერი შაქარი თითოეულს ჭრილში. შეგიძლიათ შაქარი შეურიოთ დარიჩინს, მაგრამ გემო ოდნავ განსხვავებული იქნება, დარიჩინი თრგუნავს ნიგვზის გემოს.
განაგრძეთ კითხვა