როგორ უნდა მივცეთ ბავშვებს კვერცხი კვერცხი ბავშვის მენიუში 7 თვიდან არის გათვალისწინებული. ამ დროს პატარა უკვე შეჩვეულია მყარ საკვებს - ბოსტნეულს, ფაფას, ხორცს. რით არის კვერცხი სასარგებლო ან საზიანო ბავშვისთვის
7 თვემდე ადრე ბავშვის კვერცხთან "გაცნობა" არ არის რეკომენდებული. ჯერ მაგრად მოხარშული კვერცხის გულის პატარა ნაჭერი გაასინჯეთ. როგორც ყველა ახალი პროდუქტის გასინჯვისას უნდა დააკვირდეთ, ხომ არ გამოვლინდა ალერგიული რეაქცია. თანდათან გაზარდეთ დოზა ისე, რომ ბოლოს ერთ ჭამაზე მთლიანი კვერცხის გული მიიღოს. რაც შეეხება ცილას, დიეტოლოგები ბავშვის რაციონში მის შეტანას 2 წლამდე ასაკამდე არ გირჩევენ. ცილა საკმაოდ რთულად შესათვისებელია, ასევე შეიცავს ჰისტამინებს, რომელიც ალერგიულ რექციებს იწვევს.
როგორ უნდა მივცეთ ბავშვებს კვერცხი
კვერცხი საკმაოდ ნოყიერი პროდუქტია, ამიტომ მისი მოხმარებისას ზომიერებაა საჭირო. ყოველდღე კვერცხის ჭამა ბავშვისთვის არ არის სასურველი. გარდა ამისა, ერთ ჭამაზე 1 კვერცხზე მეტი საჭირო არ არის. შემწვარ კვერცხს მოხარშული ჯობს, 3 წლამდე ბავშვს კი მხოლოდ მოხარშული მიეცით.
უფრო მოზრდილებისთვის ერბოკვერცხი ან ომლეტიც შეიძლება. "თვალი კვერცხის" (ე.წ. გლაზოკების) მომზადებისას კი რბილობი აუცილებლად შეკრული უნდა იყოს - უმი კვერცხის მიღება ბავშვისთვის არც ერთ ასაკში არ არის რეკომენდებული.
კვერცხი აუმჯობესებს მხედველობას და უხდება გულს. იცავს ონკოლოგიური დაავადებებისგან. ვისაც კვერცხი უყვარს, მას ჯანმრთელი ძვლები და ძლიერი კბილები აქვს.
ასევე იხილეთ: კვერცხის უნიკალური თვისებები