საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლაში სარემონტო და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და სწავლის დაწყების თარიღიც განსხვავებულია. ზოგიერთ სკოლაში კი აღდგენითი სამუშაოები ჯერაც არ დაწყებულა და მოსწავლეები გაურკვეველი დროით სწავლების ონლაინ რეჟიმზე ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში არიან გადაყვანილნი, რაც მშობლების თქმით, არაეფექტურია და დისკომფორტი ექმნებათ. ბევრი სკოლის შენობა კი დანგრეულია. შესაბამისი სტატისტიკა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის სახით გამოვითხოვეთ და ვიკითხეთ, რამდენ საჯარო სკოლაში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რამდენის აღდგენა ვერ ხერხდება 2022-2023 სასწავლო წლისთვის და ამის გამო, რამდენ ბავშვს უწევს ონლაინსწავლების არჩევა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, გახანგრძლივებული სარემონტო სამუშაოების გამო 2022-2023 სასწავლო წლის დაწყების განსხვავებული თარიღი განისაზღვრა 22 საჯარო სკოლაში. ამათგან 9 საჯარო სკოლაში სწავლა დაიწყო 19 და 20 სექტემბერს და დანარჩენ საჯარო სკოლებში აღდგება 3 ოქტომბრის პერიოდში. მათივე ინფორმაციით გაცდენილი სასწავლო დღეები პირველი სემესტრის განმავლობაში ანაზრაურდება.
"სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2022-2023 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დისტანციური ელექტრონული სწავლის მოდელის გამოყენებით დაიწყო 21 საჯარო სკოლამ. აღნიშნულ სკოლებში დასწრებით რეჟიმში სწავლება აღდგება 23 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის პერიოდში. ჰიბრიდული მოდელით სწავლებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიზანშეწონილია გამოითხოვოთ კონკრეტული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიდან." - წერია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ პასუხი, თუ რამდენი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ვერ ესწრება 2022-2023 სასწავლო წლის დასრულებამდე, ჯერ-ჯერობით ვერ მივიღეთ და აღნიშნულ ინფორმაციას დამატებით კვალავ დავაზუსტებთ სამინისტროსთან.
ხოლო, სკოლების ჩამონათვალი, რომლებშიც სარემონტო სამუშაოების გამო სასწავლო პროცესი გადაიდო, ასეთია:
"სკოლების ხანგრძლივი დროით დაკეტვა დიდ მასშტაბს იღებს... მთელი ზაფხული სკოლების დიდ ნაწილში სარემონტო სამუშაოები საერთოდ არ მიმდინარეობდა" - მშობლები საჯარო სკოლების დაკეტვაზე ღელავენ
თამარ იაკობაშვილი