ცნობილი მილიარდერის, ილონ მასკის 18 წლის შვილმა, რომელსაც აქამდე ქსავიე მასკის სახელით და გვარით იცნობდნენ, თმა და მკერდი გაიზარდა, სრულად დაასრულა ქალად ტრანსფორმაცია და ახლა ვივიენ ჯენა უილსონია. მან უარი თქვა ყველაფერზე, რაც კი მამასთან აკავშირებს და მასთან ურთიერთობაც სრულიად გაწყვიტა.
დღემდე უცნობია, რამ მიიყვანა ბიჭი ამ გადაწყვეტილებამდე. თუმცა ფაქტია, მან თქვა და აღარც გადაუთქვამს - სასამართლოში მივიდა სახელის და გვარის შესაცვლელად და მოითხოვს, ამიერიდან ქსავიე არ დაუძახონ. "რა ხანია, არ ვცხოვრობ ჩემს ბიოლოგიურ მამასთან და არ მსურს მასთან რაიმე სახის კავშირი".

არც მასკს გაუკეთებია რაიმე კომენტარი, თუმცა ცნობილი ოჯახის გულშემატკივრები ამბობენ, რომ ასეთ არაორდინარულ ადამიანთან ცხოვრება სულაც არ იქნებოდა იოლი და ყველა შვილი ერთნაირად ვერ გადაიტანდა.
ვივიენი სულ ახლახან გადაიღეს ქუჩაში პაპარაცებმა, ახალი გარეგნობით.


შეგახსენებთ, ილონ მასკს პირველი ცოლისგან ჰყავს ხელოვნური განაყოფიერების დახმარებით გაჩენილი 5 ვაჟი. ჯერ ტყუპი - გრიფინი და ქსავიე დაიბადა, მერე კი სამი ტყუპისცალი - დემიანი, კაი და საქსონი. შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა და მასკს კიდევ ორი შვილი გაუჩინა ქალმა, რომელიც ამჟამად მის გვერდით აღარ არის.

2021 წელს ასევე უკანონოდ გაუჩნდა ტყუპი, რომელსაც ცოტა ხნის წინ გვარი მისცა.
