"სკოლის მასწავლებელი ასე სჯის მოსწავლეებს, ვინც კარგად არ სწავლობს. ესაა ქართული ენის მასწავლებელი..." - ფოტო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა - მშობლები
სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა საგანგაშო ფოტოს აქვეყნებს მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლიდან, რომელზეც დაჩოქილი ბავშვები არიან ასახული:
"ფოტო, მარნეულის სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლიდან. სკოლის მასწავლებელი ასე სჯის მოსწავლეებს, ვინც კარგად არ სწავლობს. ესაა ქართული ენის მასწავლებელი, ასევე მარნეულის საკრებულოს წევრი, სკოლის დირექტორის ძმის შვილი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ფაქტი მარნეულის რესურს ცენტრი ადასტურებს. ეს პირველი შემთხვევა არაა, ბევრი სკოლაში ასეთი სიტუაციაა, ამის მთავარი მიზეზი კი სკოლის პოლიტიზირებაა, სკოლის დირექტორები უფრო პოლიტიკური როლს ასრულებენ, ვიდრე საგანმანეთლებლო...".
მარნეულის საჯარო სკოლაში მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 150-ე მუხლით, იძულების ბრალდებით დაიწყო. პედაგოგს დროებით უფლებამოსილება შეუწყდა.