ინდური კინოს ვარსკვლავი შრიდევი კაპური ქმარმა დუბაის მდიდრული სასტუმროს აბაზანაში გარდაცვლილი ნახა. ეს მისთვის ნამდვილი შოკი იყო, რადგანაც სულ ცოტა ხნის წინ, ერთად გეგმავდნენ, სად წასულიყვნენ და ევახშმათ. ტრაგედიამ მთელი ინდოეთი და მსახიობის უამრავი თაყვანისმცემელი შეძრა, თუმცა ჯერჯერობით ქალის გარდაცვალების ზუსტი ვერსია არ არსებობს...
შრიდევი კაპური საკმაოდ მდიდარ ოჯახში გაიზარდა, კინოში სრულიად შემთხვევით მოხვდა, თუმცა მალევე უამრავი ადამიანის სიყვარული დაიმსახურა. ჰქონდა გამორჩეული და დასამახსოვებელი სტილი და საკუთარი დაბადების შესახებ შექმნილი მითი, რომლის თანახმადაც, პირში ვერცხლი კოვზით დაიბადა, ძალიან მოსწონდა. სინამდვილეში შრიდევი კაპურის ცხოვრება კონკიას ისტორიას უფრო ჰგავდა.
შრიდევი კაპური მამასთან ერთად
გოგონა 1963 წლის 13 აგვისტოს ტამილნადის შტატში, სოფელ სივიკასში, ადვოკატისა და დიასახლისის ოჯახში დაიბადა. მას საოცარი გარეგნობა ჰქონდა, თუმცა თანატოლებთან ურთიერთობას გაურბოდა, არც მათთან თამაში უყვარდა და არც სახლში მისული ბევრი სტუმარი. ერთ დღესაც, 4 წლის შრიდევი მშობლებმა ქორწილში წაიყვანეს. იქ დაინახა, როგორ ცეკვავდნენ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ქალები, რა სასიამოვნოდ ჟღერდა მუსიკა და სრულდებოდა რიტუალი. გოგონა მთელი საღამო ცეკვავდა და იცინოდა. იმ დღიდან იზოლაცია და ადამიანებისგან მუდმივად გაქცევის სურვილი მოიშორა.
შრიდევის კინოში მოხვედრაც ბოლივუდის ფილმის სიუჟეტს ჰგავს. იმ ქორწილში კინოკომპანიის წარმომადგენლებიც იყვნენ. გოგონა შენიშნეს და მშობლებს მისი კინოში გადაღება შესთავაზეს. შრიდევმა კასტინგი წარმატებით გაიარა და ფილმში "Kandhan Karunai" გადაიღეს.
პატარა კაპური მოთმინებით იტანდა გადატვირთულ გრაფიკსა და გადაღებებს და ზრდასრული მსახიობების გვერდით საკმაოდ ღირსეულად იქცეოდა. ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ კი გოგონამ კიდევ უამრავი შეთავაზება მიიღო. 14 წლის ასაკში მან უკვე 20 ფილმში ითამაშა.
წლების მატებასთან ერთად, მისი პოპულარობა კიდევ უფრო იზრდებოდა. 20 წლის ასაკში მის ფილმოგრაფიაში ათობით ფილმი იყო და ორჯერ წარადგინეს Filmfare Awards-ზე. 1982 წელს კი ინდური ოსკარი მიენიჭა.
1996 წლის ზაფხულში შრიდევი ცნობილ პროდიუსერზე, ბონი კაპურზე დაქორწინდა, რომელთანაც ორი ქალიშვილი შეეძინა. ამის შემდეგ ქალმა გადაწყვიტა, კარიერაში დროებით შესვენება აეღო და თავი ოჯახს მიუძღვა. ეკრანებზე 2012 წელს დაბრუნდა, 2017 წელს კი შრიდევის მონაწილეობით მე-300 საიბულეო ფილმი გამოვიდა.
ხოლო დრამას, სახელად "დედა" ვარსკვლავისთვის ორმაგი დატვირთვა ჰქონდა. ის ამ ფილმში არა მხოლოდ მსახიობი, არამედ რეჟისორიც იყო. ფილმი მაშინ გამოვიდა, როცა შრიდევის კარიერის დაწყებიდან ნახევარი საუკუნე გავიდა.
2018 წლის თებერვალში იგი დუბაიში ძმისშვილის ქორწილში იმყოფებოდა. საქორწინო ცერემონიის დასრულების შემდეგ, ქალმა გადაწყვიტა, რამდენიმე დღით დარჩენილიყო, მაღაზიებში შეევლო და სასურველი ნივთები ეყიდა. მაგრამ, კაპური ქორწილში ისე დაიღალა, რომ ორი დღის განკავლობაში ოთახიდან არ გასულა. 24 თებერვალს კი ბონიმ გადაწყვიტა, ცოლისთვის სიურპრიზი მოეწყო და დუბაიში გაფრინდა. ისინი ცალ-ცალკე არასდროს მოგზაურობდნენ და დროს სულ ერთად ატარებდნენ. შრიდევი მისი ჩასვლით გახარებული იყო. გადაწყვიტეს, ერთად ევახშმათ, ქალი აბაზანაში შევიდა, ბონი კი კრიკეტის ჩემპიონატის საყურებლად დაჯდა. ერთი საათის შემდეგ, როდესაც შრიდევი აბაზანიდან არ გამოვიდა, ქმარმა დაუძახა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.
აბაზანის კარი ჩაკეტილი არ ყოფილა, როდესაც ბონი იქ შევიდა, მისი ცოლი უკვე გარდაცვლილი იყო. მსახიობის გარდაცვალება დღემდე იდუმალებითაა სავსე. მის ოთახში ალკოჰოლი აღმოაჩინეს, მაშინ, როცა შრიდევი ჩვეულებრივ ცხოვრებაში დალევას ყოველთვის თავს არიდებდა. სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ექიმებმა კი ინსულტი და ინფარქტი გამორიცხეს. ერთ-ერთი ვერსია აბაზანაში უცაბედად გონების დაკარგვა და წყლის გადაცდენაა.
54 წლის მსახიობის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება. რა დაემართა ქალს ასე მოულოდნელად, ჯერ კიდევ უცნობია.