სოციალურ ქსელში უამრავი გაჭირვეული ადამიანი ითხოვს დახმარებას. ეს პოტი კი პატარა ბიჭზეა, რომელიც შიმშილისგან გამოწვეული პრობლემების გამო საავადმყოფოში მოხვდა. მის შესახებ ინტერნეტმომხმარებელი თეო ცხადაძე წერს. "21-ე საუკუნეში 7 წლის ბავშვი შიმშილისგან ცუდად რომ ხდება, არ ვიცი, რა შეიძლება ვთქვა. ილია იმყოფება კლინიკაში ბორჯომში. ცხოვრების ნახევარი ამ ბავშვებს შიმშილში და სიცივეში აქვთ გატარებული. ყველაფერი აკლიათ და ენატრებათ. ილია და რატი თავის დედიკოსთან ერთად ბორჯომში დანგრეულ შენობაში ცხოვრობენ. დედას, 32 წლის ნათიას, მრავალწლიანი სტრესის, შიმშილის და უბედურებების გამო აქვს ანორექსია, ადამიანი თვალსა და ხელშუა ქრება. ქმარმა ის ორ შვილთან ერთად მიატოვა 3 წლის წინ, დალოგინებული დედაც დაუტოვა და გაქრა, არც ბავშვები მოუკითხია მას მერე და არც ავადმყოფი დედა. უმძიმეს პირობებში ცხოვრობს, შენობა ავარიულია და არ ვიცით, რა დროს რა შეიძლება მოხდეს, ყველა მხრიდან წყალი შედის. ნათია თვითონ ობოლია, ძალიან პატარას დაეღუპა მშობლები და პატარა ძმაც თვითონ გაზარდა, რომელსაც ასევე უჭირს. აქ იმდენნი ვართ, იქნებ ეს ზამთარი გადავატანინოთ და ჯოჯოხეთად ქცეული ცხოვრებაა მცირედით მაინც შევუმსუბიქოთ." - წერს თეო ცხადაძე და ანგარიშის ნომრებს აქვეყნებს.