აი, რას მიირთმევენ თქვენი შვილები ბაღში - საბავშვო ბაღების მენიუ დეტალურად - საუზმის, სადილისა და სამხრის განრიგი - მშობლები

აი, რას მიირთმევენ თქვენი შვილები ბაღში - საბავშვო ბაღების მენიუ დეტალურად - საუზმის, სადილისა და სამხრის განრიგი

2022-10-07 09:31:41+04:00


საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბრიდან სრულად განახლდა და კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებიც მოიხსნა. პანდემიის პირობებში, როდესაც ბავშვები ბაღებში არ დადიოდნენ, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მათთვის განკუთვნილ პროდუქტებს მშობლებს სახლში ატანდნენ.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ მოგვაწოდა შემოდგომისა და ზამთრის მენიუ, სადაც გაწერილია, რას მიირთმევენ ბავშვები საუზმეზე, წასახემსებლად, სადილსა და სამხარზე:
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
შეგახსენებთ, რომ გაცდენებთან დაკავშირებით სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესი კვლავ მოქმედებს.


mshoblebi
აღნიშნული წესის მიხედვით, თუ აღსაზრდელი ზედიზედ 10 სამუშაო დღეს, ხოლო, თვის პერიოდში 15 სამუშაო დღეს არ გამოცხადდება საბავშვო ბაღში და მშობელი 5 სამუშაო დღის განმავლობაში გაცდენის მიზეზის დამადასტურებელ დოკუმენტს არ წარადგენს, სკოლამდელი დაწესებულებიდან გაირიცხება.

თამარ იაკობაშვილი