პოპულარული სათამაშო - მონსტრი ჰაგი ვაგი, საშინელებათა თამაშის Poppy Playtime-ის პერსონაჟია და უამრავი ბავშვის საყვარელი გმირია. თუმცა, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს სათამაშო ბავშვთა ფსიქიკისთვის სახიფათოა და შესაძლოა ძალადობა და სისასტიკე წაახალისოს.
ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ჰაგი ვაგი არ შეიძლება სათამაშოდ ჩაითვალოს, მით უმეტეს, მცირე ასაკის ბავშვების სათამაშოდ, რადგან ის მათ ფსიქიკას ზიანს აყენებს და არავითარი ესთეტიკური და კულტურული ღირებულება არ აქვს. სპეციალისტების თქმით, თამაშის გმირს, რომელსაც ბოროტი ღიმილი აქვს, შეუძლია ბავშვებში სისასტიკის განცდა ჩამოაყალიბოს.
"ჰიპერტროფიულად გადიდებული, არაბუნებრივი ფორმის პირი რამდენიმე რიგის ბასრი, გრძელი კბილებით, რომელსაც შიშის მომგვრელი და მუქარის გამომეტყველების სახე აქვს, მტაცებლურ ღიმილს გამოხატავს და ბავშვებში აგრესიას წაახალისებს. ორიდან ოთხ წლამდე კი განსაკუთრებით საშიშია." - ამბობენ ექსპერტები.
ჰაგი ვაგის თვალებს კი სპეციალისტები არალეგალური ნივთიერებების მოხმარების შედეგად არსებულ მდგომარეობას ადარებენ. მათივე განმარტებით, ამ სათამაშოთი მუდმივად თამაში აგრესიის ეფექტს საგრძნობლად აძლიერებს.
ჰაგი ვაგის გავლენა, ექსპერტების აზრით, ბავშვების ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ და მორალურ განვითარებას აფერხებს და ნეგატიური შედეგები შესაძლოა უფრო გვიან გამოჩნდეს და წაახალისოს ძალადობრივი ქმედებები როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვა ადამიანებისა და ცხოველების მიმართ.
ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ სათამაშო ბავშვების ლეგიტიმურ უფლებას არღვევს, ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სულიერ და მორალურ უსაფრთხოებას არღვევს და მშობლებს სთხოვენ, რომ შეძენისგან თავი შეიკავონ.