ნანა სტამბოლიშვილი ახალი ვარსკვლავია, რომელიც თურქულ შოუბიზნესში ამობრწყინდა. 32 წლის ბათუმელი მოცეკვავე, მსახიობი და მოდელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თურქული სერიალის "სხვისი შვილის" მესამე სეზონში, მთავარ როლზე დაამტკიცეს და მის შესახებ მალევე ალაპარაკდნენ თურქულ და ქართულ მედიაში.
ნანა წარმოშობით ბათუმიდანაა და სწორედ ბათუმში ცხოვრობს მისი ოჯახი - დედ-მამა და ძმა, რომელიც ასევე მოცეკვავეა.
ნანა ძმასთან და მშობლებთან ერთად
ბათუმშივე შექმნა ნანამ ოჯახი ლაშა მგელაძესთან. წყვილს ერთი შვილი ჰყავს.
გარდა სამსახიობო საქმიანობისა, ნანა დიზაინერია და საკუთარი თანსაცმლის ბრენდი აქვს - Kartveli Nana. მის ბიოგრაფიაში არის ასევე მონაწილეობა ბაიარ შაჰინის კლიპში Odoshani და მიუზიკლში "საქართველო".