ნოსტრადამუსი და ვანგა ის წინასწარმეტყველები არიან, რომელთა პროგნოზები წლების განმავლობაში არაერთხელ გამართლებულა და მათ ყველაზე ავტორიტეტულ ნათელმხილველებად მიიჩნევენ.
ამჯერად გთავაზობთ ორივე მათგანის წინასწარმეტყველებას 2023 წლისთვის.
ნოსტრადამუსი
ნოსტრადამუსმა მომავლის წინასწარმეტყველება მრავალი წლის წინ შეძლო და დაწერა იმ საფრთხეებისა თუ სარგებლის შესახებ, რასაც თითოეული წელი კაცობრიობას მოუტანს. ამიტომაც ყოველ წელს ასტროლოგები მის წინასწარმეტყველებას ყურადღებით აკვირდებიან და შესაბამის პროგნოზსაც ადგენენ.
გამონაკლისი არც 2023 წელია. ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველების თანახმად, 2023 წელი კაცობრიობას ანომალიური სოციალურ-პოლიტიკური და კლიმატური კატაკლიზმებით დაამახსოვრდება.
"ორი პრეტენდენტი გაერთიანდება. როდესაც უმეტესობა მარსს შეუერთდება, აფრიკელი ლიდერი შიშს იგრძნობს და ორმაგ ალიანსს ფლოტით გაყოფს", - წერია მის ტექსტებში, რომელსაც შემდეგ მკვლევრები შიფრავენ ხოლმე. ზოგიერთმა მკვლევარმა აღნიშნა, რომ მან აფრიკელ ლიდერში ამერიკელი მილიარდერი, ილონ მასკი დაინახა. სწორედ მას უწოდებს "კოსმოსის დამპყრობელს". აღსანიშნავია, რომ ილონ მასკი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდანაა. მისი შიში კი შესაძლოა მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო ბირთვული ომის საფრთხეს უკავშირდებოდეს.
ნოსტრადამუსი ადამიანებს კოსმოსიდან წამოსული საფრთხეების შესახებ აფრთხილებს. იგი ახსენებს "ცეცხლის დაცემას", რომელიც დედამიწის წონასწორობის დარღვევას გამოიწვევს და ორბიტას მთლიანად შეცვლის. ნათელმხილველი 2023 წელს სტიქიურ უბედურებებსაც პროგნოზირებს - იქნება ბიძგები ოკეანეში, რაც გიგანტურ ცუნამებს და მიწისძვრებს გამოიწვევს. მსოფლიო ოკეანეების დონე მნიშვნელოვნად მოიმატებს. მისივე თქმით, ინგლისი და ამერიკის სამხრეთ სანაპირო ოკეანის წყლით დაიფარება. ბევრ ქვეყანაში სასმელი წყალი გაქრება და საკვების დეფიციტი შეიქმნება.
ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველების გაშიფვრისას ფრანგმა ასტროლოგებმა აღნიშნეს, რომ 2023 წელს მსოფლიოს ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო შეტაკებები ელის. ისლამური სახელმწიფოები ახალი ტერიტორიების დაპყრობას შეეცდებიან. ნოსტრადამუსის პროგნოზები მიუთითებს, რომ ისლამისტები დიდ ტერიტორიებს თვითნებურად დაიკავებენ, მათი გავლენა კი სწორედ ამ წელს განსაკუთრებით გაძლიერდება. დიდია არაბული სამყაროსა და თურქეთის დაპირისპირების საფრთხე. არსებობს მინიშნებები თურქეთის სანაპიროებთან ისლამისტებსა და ქრისტიანებს შორის შეტაკების შესახებაც. ერთ-ერთ ჩანაწერში ნათელმხილველი "შხამებზე" წერს, რასაც ასტროლოგები ქიმიური ან ბაქტერიული იარაღის გამოყენების მინიშნებად თვლიან. მისივე თქმით, ევროპაში ძალიან დიდი სამხედრო დაპირისპირება მოხდება, უამრავი ადამიანი დაიღუპება და მსოფლიოში ახალი წესრიგი დამყარდება. "ჯარი დადგება დიდი ქალაქის გარშემო"- წერს ნოსტრადამუსი. ამავე წინასწარმეტყველებაში იგი მიუთითებს, რომ დიდი სამხედრო დაპირისპირება 2023 წელს 7 თვეს გასტანს.
ნოსტრადამუსი ამერიკის შეერთებულ შტატებზე მიუთითებს, რომ პოლიტიკურმა არასტაბილურობამ, სიღარიბემ და მმართველი რეჟიმის მიმართ მზარდმა უკმაყოფილებამ შეიძლება 2023 წლის დასაწყისში სამოქალაქო ომი გამოიწვიოს. ამერიკის პრეზიდენტს პროგნოზში "იდუმალ ავადმყოფობას" უწინასწარმეტყველებენ. ასტროლოგების თქმით, ჯო ბაიდენის ოჯახსაც ემუქრება საფრთხე.
მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხე 2024 წლამდე გაგრძელდება. ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველების თანახმად, 2023 წელს მსოფლიო ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის წინაშე არ დგას.
სამხედრო შეტაკებების სერია, ეკონომიკური ქაოსი და მძიმე კრიზისი მოსახლეობის მნიშვნელოვან მიგრაციას გამოიწვევს. ხალხი სახლებს დატოვებს და მშვიდობიანი ადგილების საძიებლად წავა. თუმცა, ეს საკვებისა და სასმელი წყლის დეფიციტს კიდევ უფრო გაზრდის.
ნოსტრადამუსმა ფულის კუპიურების გაუფასურებაზეც აღწერა. ნათელმხილველი წერს, რომ 2023 წელს ხალხი ბანკნოტებით კოცონს დაანთებს, რადგან ისინი აღარაფერში გამოადგებათ. მსოფლიო მთლიანად ონლაინ გადახდებზე გადავა და ნაღდ ანგარიშსწორებაზე უარს იტყვის.
ნოსტრადამუსის თქმით, 2023 წელს ვატიკანშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება და ახალი რომის პაპი ეყოლებათ. მის პროგნოზებში განმარტებულია, რომ კათოლიკური ეკლესიის ახალი მეთაური მორწმუნეებს მშვიდობას კი არ მოუტანს, არამედ პირიქით, საფრთხეს შეუქმნის და მისი წინამორბედი უკანასკნელი "ჭეშმარიტი პაპი" იქნება.
ვანგას წინასწარმეტყველება 2023 წლისთვის
2023 წლისთვის კიდევ ერთი წინასწარმეტყველი, ვანგა საკუთარ ჩანაწერებში მნიშვნელოვან საკითხებს გამოყოფს და აღწერს, რა ელის მსოფლიოს. ვანგას სჯეროდა, რომ ქალები ერთ დღეს ბუნებრივად შვილის გაჩენას საერთოდ შეწყვეტენ და ადამიანები ლაბორატორიებში გაიზრდებიან, მომავალ მშობლებს კი შვილის მახასიათებლების წინასწარ განსაზღვრა შეეძლებათ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მედიცინა ძალიან განვითარებულია, სპეციალისტების თქმით, ვანგას ეს წინასწარმეტყველება ნაადრევია.
თუ ვანგას პროგნოზებს დავუჯერებთ, 2023 წელს შესაძლოა ატომური ელექტროსადგური აფეთქდეს, რაც კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს. თუმცა ნათელმხილველს არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყანაში მოხდება კატასტროფა. ნათელმხილველმა ასევე დაწერა, რომ 2023 წელს ბიოლოგიური იარაღის გამოყენების გამო ათასობით ადამიანი დაიღუპება. იგი ამტკიცებდა, რომ 2023 წელს დედამიწის ორბიტა შეიცვლება - ეს კი მთელ რიგ დამანგრეველ შედეგებს გამოიწვევს: შეიცვლება კლიმატი, მოიმატებს ზღვის დონე, გახშირდება ბუნებრივი კატასტროფები და გაიზრდება რადიაციის დონე. ვანგას თქმით, ორბიტალური ცვილებები შეიძლება იმდენად დიდი აღმოჩნდეს, რომ გამყინვარება გამოიწვიოს, ან კიდევ ღამის ხანგრძლივობა გაზარდოს. ეს კი ეკოსისტემისთვის ძალიან საზიანო იქნება.
ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით, 2023 წელს მსოფლიოს ისეთი მზის ქარიშხალი ელის, როგორიც არასდროს ყოფილა, ეს კი ელექტროენერგიის მასიურ გათიშვასა და კომუნიკაციის გაძნელებას გამოიწვევს.
ვანგას წინასწარმეტყველებაში პოზიტიური ამბებიც წერია. მისი თქმით, 2023 წელს ექიმები ისეთი ვაქცინის შექმნას შეძლებენ, რომელიც ყველა ტიპის კიბოსთან წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტური იქნება. მეცნიერები მნიშვნელოვან აღმოჩენას გააკეთებენ და ხალხი კიბოთი აღარ გარდაიცვლება.
"ამერიკის მსოფლიო ბატონობა წითელი დრაკონის გავლენის გაძლიერების შემდეგ დასრულდება", - თქვა ვანგამ. ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ "წითელ დრაკონში" ჩინეთს გულისხმობს, რომელიც მალე წამყვან პოზიციას დაიკავებს. ნათელმხილველმა ასევე დოლარის ვარდნა და შიდაპოლიტიკური დაპირისპირება იწინასწარმეტყველა.
ვანგას პროგნოზები წლების მიხედვით ასეთია:
- 2023 წელი - დედამიწის ორბიტა ოდნავ შეიცვლება.
- 2028 წელი - ენერგიის ახალ წყაროს გამოიგონებენ. მსოფლიოში შიმშილი იქნება. პლანეტა ვენერაზე პილოტირებულ კოსმოსურ ხომალდს გაგზავნიან.
- 2033 წელი - ყინულები დადნება და ზღვის დონე მოიმატებს.
- 2043 წელი - ევროპა და მთელი მსოფლიო კრიზისების შემდეგ ფეხზე წამოდგომას შეძლებს. ევროპა ძირითადად მუსულმანური იქნება.
- 2046 წელი - ადამიანის ყველა ორგანო შეიძლება ახლიდან, ხელოვნურად შექმნან.
- 2066 წელი – აშშ მუსლიმთა კონტროლის ქვეშ მყოფ რომზე თავდასხმისას ახალი ტიპის იარაღს გამოიყენებს.
- 2076 წელი - კლასობრივი საზოგადოება გაჩნდება.
- 2084 წელი - ბირთვული ომის შემდეგ ბუნება თავიდან აღდგება და გაცოცხლდება.
- 2088 წელი - ახალი, საშინელი დაავადება გამოჩნდება.
- 2097 წელი - "ნაადრევი დაბერებისგან" გასათავისუფლებლად პრეპარატი შეიქმნება.
- 2100 წელი - დედამიწაზე, ღამის საათებში ხელოვნური მზე გაანათებს.
- 2111 – ადამიანებს ელექტრონიკისა და სხეულის შეთავსება შეეძლებათ.
- 2125 წელი - უნგრეთი არამიწიერ ცივილიზაციას პირველად შეხვდება .
- 2130 - დაიწყება წყალქვეშა კოლონიის მშენებლობა.
- 2164 - ცხოველებს მუტანტებად გადააქცევენ.
- 2167 – შეიქმნება ახალი რელიგიური სისტემა, რომელიც მთელ დედამიწას მოიცავს.
- 2170 წელი - დიდი გვალვა იქნება. სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად დავარდება და შედეგად, ბევრ ქვეყანაში შიმშილობა იქნება.
- 2183 - მარსზე კოლონია ბირთვულ ძალად გადაიქცევა და დედამიწისგან დამოუკიდებლობას გამოაცხადებს.