სოციალური ქსელის და ცნობილი შოუების ვარსკვლავი, სამი შვილის დედა თი მაჭავარიანი წლებია განქორწინებულია მეუღლესთან - თავისი შვილების მამასთან. არც ისე დიდი ხანია, რაც საზღვარგარეთიდან საქართველოში დაბრუნდა, სადაც დიდხანს ცხოვრობდა, თუმცა ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა.
როგორც მისი სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი, თის ხელი სთხოვა მისმა შეყვარებულმა - დავით გაფრინდაშვილმა, დიჯეიმ და ანიმატორმა, რომელიც ასევე სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს - ბზიკოს მეტსახელით. თიმ დავითს თანხმობა განუცხადა ხელის თხოვნაზე.
"ბევრი განმსჯის და მკიცხავს - მსგავსი ფიქრები როგორ გაბედე, როცა 3 ანგელოზი გყავსო?.." - 3 შვილის დედა, რომელმაც ცხოვრება თავიდან დაიწყო
“მეხუთე კლასში ვიყავი, როცა ჩემმა სკოლელმა, 6-მა ბიჭმა, ჩემზე იძალადა” - თი მაჭავარიანი