ბიჭი, რომელმაც 20 ნოემბერს, კატარში მსოფლიო ჩემპიონატი, ჰოლივუდის ვარსკვლავ მორგან ფრიმანთან ერთად გახსნა, განიმ ალ-მუფტაა.
განიმი 2002 წლის 5 მაისს, უიშვიათესი დაავადებით კაუდალური რეგრესიის სინდრომით დაიბადა. აღნიშუნული დაავადება ხერხემლის ქვედა ნაწილის განუვითარებლობას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ მისი გადარჩენის ალბათობა ძალიან მცირე იყო, ექიმებმა შეძლეს და განიმს სიცოცხლე შეუნარჩუნეს.
ის მაგალითია, აბსოლუტურად, ყველასთვის, განსაკუთრებით, კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის, მთელ მსოფლიოში და საკუთარი აქტიურობით ამტკიცებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.
განიმს ყოველწლიურად სამედიცინო ქირურგიული დახმარება სჭირდება, რისთვისაც ევროპაში ჩასვლა უწევს. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ბევრ სკოლას არ სურდა მისი მიღება, თანდაყოლილი დაავადების გამო.
განიმის ჰყავს ტყუპისცალი აჰმად ალ-მუფტა, რომელმაც, მშობლებთან ერთად, დიდი როლი ითამაშა ძმის განვითარებაში.
განაგრძეთ კითხვა