აღზრდის თანამედროვე მიდგომები, რომლებიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, არც ქართველი დედებისთვისაა უცხო. თუმცა არის მიდგომები, რომლების პრაქტიკაში განხორციელება ჩვენთვის დღესაც რთულია. რომელია აღზრდის ის მეთოდები, რომლებიც უცხოეთში კარგად დამკვიდრდა, ჩვენ კი მათი პრაქტიკაში განხორციელება ცოტა გვიჭირს. ეს გამოწვეულია არა მარტო მშობლების საწინააღმდეგო შეხედულებებით, არამედ სისტემური პრობლემებითაც.
ნორვეგია
დაბადებიდანვე გაკაჟების მკაცრი მეთოდებისკოლაში კვირის ერთი დღე ლაშქრობას ეთმობა და მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ამინდია. ზამთრის სეზონზე თხილამურებით სრიალი სავალდებულოა, ასევე შუძლიათ თან წაიღონ ციგურები. თუ რაიმე მიზეზით არ მიდიან სალაშქროდ, მაშინ ამ დღეს აუცილებლად სკოლის ეზოში, ღია ცის ქვეშ ატარებენ.
საბავშვო ბაღებშიც კი, სადაც ბავშვები წლამდე ასაკში შეჰყავთ, პატარებს ეზოში ეტლებში სძინავთ. ეტლებით დაჰყავთ სკვერებში სასეირნოდაც. ბაღებში ბავშვები დღის უმეტეს ნაწილს გარეთ ატარებენ.
სკოლებში მე-7 კლასამდე ნიშნები არ იწერებაეს კეთდება იმისთვის, რომ ნიშანმა თვითშეფასებაზე არ იმოქმედოს და სამომავლოდ ხელი არ შეუშალოს ბავშვს სწავლაში. ნორვეგიაში სასკოლო პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეთა ძლიერი მხარეების განვითარებას, თავად პროცესისადმი ინტერესის გამოვლენას და არა კარგი ნიშნისადმი სწრაფვას. მასწავლებლები თვლიან, რომ ნიშნები იწვევს თანაკლასელებთან კონკურენციას. ვინც დაფასთან უკეთ პასუხობს, მათთან შედარებით სხვა ბავშვებს თვითშეფასება უქვეითდებათ. ასევე განათლების იქაურ სისტემას არ სურს,, რომ რომელიმე ბავშვი დაბალი ნიშნის გამო თავს დაჩაგრულად გრძნობდეს.
მშობელთა კრებაზეც კი მასწავლებელი ბავშვს სხვა მშობლების წინაშე არ შეაქებს. ცუდის თქმაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ბავშვის პროგრესი ინდივიდუალურად ეცნობება მშობელს.
ბავშვებს არვინ ავალდებულებს გაკვეთილზე უჩუმრად და გაუნძრევლად ისხდნენ. ატმოსფერო მაინც უფრო მშვიდია. საშინაო დავალებაც მარტივია და მშობლებს არ სჭირდებათ შვილებთან ერთად საშინაო დავალებების შესრულება.
წვნიანებში დიდ სარგებელს ვერ ხედავენნორვეგიაში სადილზე წვნიანის ტრადიცია არ არსებობს. თუმცა სიცივეში გასათბობად ხშირად მიირთმევენ კრემსუპებს. მაგალითად, პომიდვრის თბილი კრემსუპები მაღაზიებშიც იყიდება.
ისრაელი
ნაკლები შენიშვნაისრაელში საერთოდ არ არის ბავშვისთვის გამუდმებული ჭკუის სწავლების პრაქტიკა. გამუდმებით არავინ უთითებს, რა და როგორ გააკეთოს, არც განებივრება სჩვევიათ. ამიტომ, ბავშვები ძირს გაგორება და ისტერიკული ყვირილი ქუჩაში ჩვეულებრივი მოვლენაა. ამას იქაური გამვლელები ყურადღებასაც არ აქცევენ. პოსტსაბჭოთა სივრცის მშობლებისთვის კი ეს ველურობად და "ცივსისხლიან დედობად" გამოიყურება.
დაწყებით სკოლაში, სადაც 6 წლის ასაკში შედიან, არ აიძულებენ ჩუმად ისხდნენ და არ იმოძრაონ. გაკვეთილები ტარდება თამაშის პრონციპით და უფრო ჰგავს სამყაროს შეცნობის გაკვეთილს.
ბაღში და სკოლაში არ იკვებებიან
უფასო საბავშვო ბაღები და სკოლები 14-14:30 საათამდე მუშაობს და მათში ბავშვები არ იკვებებიან. ისინი იკვებებიან მხოლოდ გაკვეთილების შემდეგ გარკვეული გადასახადის სანაცვლოდ.
მშობლები ატანენ ლანჩბოქსებს სენდვიჩებით, ხილით და ბოსტნეულით. ბავშვები ამ ულუფას დაახლოებით 10-11 საათზე მიირთმევენ.
სამაგიეროდ, სადილი ძალიან ჯანსაღია. არ შედის ცხიმიანი, შემწვარი კერძები და ძეხვეული. მენიუში შედის ჰუმუსი, თევზი, ბოსტნეული და ხილი, ღუმელში გამომცხვარი ხორცი და მოხარშული კვერცხი.
რა არის ფინური სკოლების მთავარი უპირატესობა და როგორ მიაღწიეს ფინელებმა ამ შედეგებს - ექსკლუზიური ინტერვიუ ფინური სკოლის ქართველ პედაგოგთან
როგორ ზრდიან სინგაპურის სკოლებში მათემატიკის "გენიოსებს", რომლებიც მსოფლიო რეიტინგებში ყოველთვის წამყვან ადგილებს იკავებენ