მარია მონტესორი იტალიელი მასწავლებელი და მე-19 საუკუნის ერთ-ერთი პირველი ქალი ექიმია, რომელმაც საკუთარი პედაგოგიური სისტემა შექმნა. მონტესორი ყოველთვის იბრძოდა სამართლიანობისთვის. ფსიქიატრიულ კლინიკაში ექიმის ასისტენტად მუშაობის პერიოდში, ის ბევრს ესაუბრებოდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს და განიცდიდა, რომ მათზე არავინ ზრუნავდა. მარია ფიქრობდა, რომ განათლება ყველას სჭირდებოდა!
ამ მიზნით, ბავშვების განვითარების საკუთარი მეთოდების შემუშავება დაიწყო. თავდაპირველად მხოლოდ განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისთვის, მაგრამ დარწმუნებული იყო თავის საგანმანათლებლო და განვითარების სისტემის წარმატებაში, რომელსაც ადაპტირება გაუკეთა ყველა ბავშვისთვის. მარია მიხვდა, რომ კლასიკური მეთოდები ყოველთვის არ არის ეფექტური.
რაშია მონტესორის პედაგოგიკის არსი?
ავტორმა საკუთარ მეთოდიკას უწოდა "სისტემა", სადაც ბავშვი ვითარდება დამოუკიდებლად, დიდაქტიკურად მომზადებულ გარემოზე დაყრდნობით". ამ მეთოდის მთავარი პრინციპია
"დამეხმარე, რომ ეს თავად გავაკეთო", რაც გულისხმობს, რომ ზრდასრული ადამიანი ერკვევა, თუ რა აინტერესებს ბავშვს, აძლევს მას საფუძველს საინტერესო აქტივობებისთვის და ასწავლის მათს გამოყენებას.
მონტესორის მეთოდოლოგიის ძირითადი პრინციპები:
- ბავშვს შეუძლია ისწავლოს, სადაც მოეწონება, თუნდაც მთელი დღის განმავლობაში. მასწავლებლის ამოცანაა მოერგოს ბავშვის ინტერესებს.
- მნიშვნელოვანია აზროვნების, მოქმედებისა და გრძნობის თავისუფლების მინიჭება. ასე ბავშვები ყველაფერს მარტივად და სიამოვნებით, თანატოლებთან "ვალდებულების" და კონკურენციის გარეშე ისწავლიან.
- მიმართულება მცირე მოტორული უნარების, გრძნობების განვითარებისკენ: მხედველობა, სმენა, გემო, ყნოსვა და შეხება. მარია მონტესორი თვლიდა, რომ მცირე საგნებთან ზუსტი მოქმედებები აყალიბებს ინტელექტს, ავითარებს მეტყველებას, ყურადღებას და მეხსიერებას. აქედან გამომდინარე, მის სისტემაში არის უამრავი აქტივობა, რომელიც დაკავშირებულია ობიექტების სტრინგთან, მათ გამოცნობასთან შეხებით და ტექსტურით, დახარისხებით.
- კრიტიკა და აკრძალვები მიუღებელია. ბავშვს აქვს შეცდომის დაშვების უფლება. მას შეუძლია დამოუკიდებლად მიაღწიოს ყველაფერს.
მარია მონტესორის მეთოდოლოგიაზე შექმნილი წიგნები
ცნობილი პედაგოგისა და ფილოსოფოსის, მარია მონტესორის თეორიას მთელ მსოფლიოში არაერთი საგანმანათლებლო დაწესებულება იყენებს წარმატებით.
გამომცემლობა "პალიტრა L-მა", მონტესორის მეთოდით შექმნილი წიგნების სერია
"Montessori მიღწევების სამყარო" (3+) და
"Montessori ბავშვებისთვის" (0-12 თვემდე) გამოსცა, რომელიც პატარების კონკრეტული უნარების გააქტიურებას ითვალისწინებს. მკვეთრი და მკაფიო ფერადი ფიგურების ერთმანეთისგან გამორჩევით ბავშვებს მხედველობითი აღქმა, შეგრძნებები და მოტორიკა ჰარმონიულად უვითარდებათ.
მონტესორი ბავშვებისთვის 0-12 თვე.
წიგნების სერია გაფორმებულია შავი, თეთრი და წითელი ფიგურებით, რომელიც ხელს უწყობს ჩვილის მიერ ფერებისა და ფორმების აღქმას და მისი მხედველობის გამახვილებას. წიგნები აერთიანებს სერიას:
- ფორმები
- ცხოველები
- ტრანსპორტი
- დიდია თუ პატარა?
ბავშვს შეუძლია დააკვირდეს ფერად ფიგურებს და თითით შემოხაზოს ისინი. ეს პროცესი უმნიშვნელოვანესია ბავშვში მხედველობითი აღქმის, მოტორიკის და შეგრძნებების ჰარმონიული განვითარებისთვის.
მონტესორი მიღწევების სამყარო 0-3 წ.
წიგნები თემატურადაა დაყოფილი:
- ჩემი პირველი წიგნი ფორმებზე
- ჩემი პირველი წიგნი ფერმის ცხოველებზე
- ჩემი პირველი წიგნი ბაღზე
წიგნში დართულია მცირე ტექსტები, სადაც მოცემულია სახალისო და საინტერესო დავალებები, მაგალითად, ბავშვმა უნდა იპოვოს თივის ზვინის უკან დამალული ფერმის ცხოველები და გამოიცნოს ისინი კუდებით. დაეხმაროს ჭიამაიას, იპოვოს დაკარგული წინწკალი და სხვ.
წიგნის სერიის შეძენა შეგიძლიათ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში ან
პალიტრა L-ის საიტზე.
ვისთვის არის შესაფერისი მონტესორი?
მშობლებისთვის, რომლებიც აფასებენ ბავშვისადმი ინდივიდუალურ მიდგომას.
ბავშვებისთვის, ვისაც უყვართ მშვიდად თამაში ან ხატვა.