უკვე რამდენიმე დღეა, პრესაში ნატალია ვოდიანოვას მესამე დაზე საუბრობენ, რომელიც 22 წლის შემდეგ იპოვეს. ჯენიფერ ბერნსი, რომელსაც ბავშვობაში მაშა ერქვა, გააშვილეს და იგი მთელი ამ დროის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩრდილოეთ კაროლინაში ცხოვრობდა. ცოტა ხნის წინ, დნმ-ის მონაცემთა ბაზის საშუალებით, ჯენიფერმა შეიტყო, რომ 3 და ჰყავს და ისინი რუსეთიდან არიან.
თუმცა, ყვითელ პრესაში აქტიურად განიხილებოდა ის საკითხიც, რომ ჯენიფერი ნატალიას და კი არა, არამედ შვილია. დებს შორის 18-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. ბევრმა გოგონა ფოტოგრაფ ალექსეი ვასილიევს მიამსგავსა, რომელთანაც მოდელი კარიერის დასაწყისში თანამშრომლობდა, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციაზე არც ერთ მხარეს არ უსაუბრია.
ცოტახნის წინ ლარისა კუსაკინამ, ნატალია ვოდიანოვას დედამ, დუმილი დაარღვია და თქვა, რომ 22 წლის ჯენიფერი ნამდვილად მისი შვილია და მან გოგონა მაშინ გააჩინა, როცა უკვე 3 შვილი ჰყავდა და მათ შორის, ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იყო და ცერემბლაური დამბლა და აუტიზმი ჰქონდა. ოჯახი ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდა და როდესაც მეოთხე გოგონა დაიბადა, ლარისა მიხვდა, რომ მის აღზრდას ვეღარ შეძლებდა. ამავდროულად, იმ პერიოდისათვის მხოლოდ ნატალია იყო სრულწლოვანი და საკუთარი პროფესიით თავად ახერხებდა ფულის გამომუშავებას.
ნატალია ვოდიანოვა დებთან და დედასთან ერთად
"მოთხოვნილებები ძალიან დიდი იყო. ნატაშა რატომღაც სწრაფად მომწიფდა, შემდეგ მაშა დაიბადა და ძალიან დაბნეული ვიყავი. ცხადი იყო, რომ ბავშვების საჭიროებებს მარტო ვერ გავუმკლავდებოდი, მით უმეტეს, რომ ერთ-ერთი მათგანი ინვალიდი იყო. რბილად რომ ვთქვა, ცუდ პირობებში ვცხოვრობდით. ამიტომ, გარდაუვალი სიღარიბისგან თავდახსნის ერთადერთ ვარიანტად მაშას ბავშვთა სახლში წაყვანა იყო." - განაცხადა ქალმა მედიასთან საუბრისას.
ლარისა კუსაკინა ბავშვობაში და მისი ქალიშვილი, ჯენიფერი
აღსანიშნავია ისიც, რომ წლების შემდეგ, როდესაც ნატალია ვოდიანოვა ძალიან ცნობილი მოდელი გახდა და ოჯახსაც მატერიალურად აღარ უჭირდა, ლარისა თავის შვილს ეძებდა, თუმცა უშედეგოდ. ვერც ფულმა, ნაცნობობამა და გავლენებმა აპოვნინა შვილი, ვიდრე გოგონამ თავად არ ჩაიტარა დნმ-ს ანალიზი და მონაცემთა ბაზაში არ დაფიქსირდა. რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში ნატალიასა და ჯენიფერის შეხვედრის ემოციური ვიდეოც გავრცელდა. დედის თქმით, ჯენიფერთან კომუნიკაციას ენობრივი ბარიერი აფერხებს, რადგანაც გოგონამ რუსული არ იცის. მაგრამ ქალიშვილს სახლში, ნიჟნი-ნოვგოროდში ელოდება.