ფსიქოლოგი, პროფესორი ნატა მეფარიშვილი გადაცემაში "პირადი ექიმი" ასახელებს სხვადასხვა მიზეზს, რამაც შესაძლოა ბავშვშისწავლისადმი ინტერესისდაკარგვა, დემოტივაცია გამოიწვიოს,რისშემდეგაც მშობლებისგანდასკოლისგან "ზარმაცის" იარლიყი მიაწებოს:- არსებობს ძალადობის ისეთი ფორმები, რომლებიცთვალნათლივ არ ჩანს, მაგრამ ისეთივე გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანების უმეტესობაზე, როგორც ძალადობის ხილულ ფორმას. ეს შეიძლება ბავშვების ინტერესების გაუთვალისწინებლობა იყოს და მათი იძულება, რომ რაღაც აკეთონ. ხშირად ბავშვებს ისე, რომ არც აქვთ ამის სურვილი და ნიჭი, მშობლები, იმიტომ, რომ ასეა მოდაში და ყველა სხვა ასე იქცევა, აიძულებენ, იარონ კონკრეტულ წრეებზე, დაკავებულები იყვნენ დღის განმავლობაში და ასე შემდეგ. ზრდასრულობამდე ბავშვს მშობელი უწყვეტს ბევრ რამეს. შესაბამისად, პირდაპირ უნდა ვკითხოთ, რა უნდა. დიალოგში გავაანალიზოთ, რა შეიძლება ბავშვს უნდოდეს. თუ ბავშვობაში ასეთ შეკითხვებს დამისვამენ, მაშინ ალბათობა იმისა, რომ ზრდასრულობაში ზუსტად ვიცოდე, რა მინდა, მაღალია. ეს ბედნიერების პირდაპირი საწინდარია. როცა ვამბობთ, რომ ბავშვს არაფერი უნდა, არაფერი აინტერესებს, ამას თავისი წინმსწრები ფაქტორები აქვს. მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რატომ შეიძლება დაკარგოს ინტერესი, რამაც მისი "არაფერი მინდა" გამოიწვია და ამას ფსიქოლოგები დემოტივირებულობას ვეძახით. ეს ნიშნავს, რომ ბავშვს რაღაცამ მოტივაცია დაუკარგა. არ არის გამორიცხული, რომ ოჯახში მშობლები იდეალურად ურთიერთობდნენ, აღზრდის თვალსაზრისით კარგად აკეთებენ ყველაფერს, დროსაც უთმობენ, კომუნიკაციაც მიმდინარეობდეს, მაგრამ, ბავშვი მარტო სახლსა და ოჯახში ხომ არ არის? სხვა ადამიანებთან ურთიერთობს, სკოლაში, სხვადასხვა წრეზე დადის. იქ თუ რაღაც დემოტივატორები არსებობს, ცუდად აისახება. მაგალითად, შეიძლება მოხდეს ისე, რომ მასწავლებელმა მის აწეულ ხელს კვირების განმავლობაში ყურადღება არ მიაქციოს, ან კიდევ რადგანაცჩუმადსაუბრობს და არ შეუძლია, წინა პლანზე გამოვიდეს, იგნორირებას უკეთებენ. ან კიდევ ისეთი ფრაზით მიმართეს, რაც მისთვის შეურაცხმყოფელი იყო. ეს ის ქცევებია, რომლებსაც მოზრდილები ცხელ გულზე, დაუფიქრებლად, უცოდინრობით ვაკეთებთ. თითოეული ასეთი ქცევა შესაძლოა, დემოტივატორი იყოს. დემოტივაცია უცებ, ერთ დღეში არ აღმოცენდება. სოციუმში თანაბრად შეიძლება იყვნენ თანატოლები, ბულინგის შემთხვევებმა შეიძლება იგივე გამოიწვიოს. ასევე, შფოთვამ, რომ რაღაც კარგად არ მიდის, წარუმატებლობის განცდამ იმიტომ, რომ შეიძლება არც სკოლამ შეამჩნიოს და არც მშობელმა. იმიტომ ვასახელებენ როგორც ოჯახს, ასევე სოციუმის სხვა წევრებსაც, რომ ეს ამბავი კომპლექსურია. მაგალითად, ჩავთვალოთ, რომ მშობელი კარგად იქცევა, მაგრამ თუ სკოლა ვერ იქცევა კარგად, ვერ შეამჩნია, რომ აკადემიური უნარების პრობლემა აქვს, კითხვა, წერა უჭირს, თავისუფლად შეიძლება, დემოტივაციამდე მივიდეთ. მერე იარლიყმიწებებული ბავშვები გვყავს, რომლებმსაც "ზარმაცებს" ვუწდებთ. ვამბობთ: "არ უნდა და რა ვქნა?" არ ვფიქრდებით, რატომ არ უნდა. ადამიანი განვითარების ტენდენციით იბადება და თუ ყველაფერი მეტ-ნაკლებად კარგად ეწყობა, ნორმალურ გარემოში იზრდება, ამ ტენდენციით აგრძელებს ცხოვრებას. წარმოუდგენელია, ახალგაზრდა ადამიანს ახლის შეცნობისა და წარმატების მიღწევის სურვილი არ ჰქონდეს და ეს თავისით, ავტომატურად, მიზეზების გარეშე დაუბლაგვდეს. შესაბამისად, მიზეზი აუცილებლად გარემოში უნდა ვეძებოთ. ამ გარემოში სოციუმის გარდა შეიძლება ფიზიკური გარემო მოვიაზროთ. შესაძლოა, ვინმეს გაუკვირდეს, ამას რომ ვამბობ, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ სკამზე ზის სკოლაში ან სახლში მეცადინეობისას, როგორი პირობები აქვს, როგორია სითბოსა და სიცივის რეგულაცია, დღის განმავლობაში მშიერია თუ, არა - ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ფაქტორი, რომელიც ადამიანის ქცევას ცვლის.