გადაეცემათ თუ არა საახალწლო საჩუქრები ბავშვებს საბავშვო ბაღებში - რას ამბობენ სააგენტოში - მშობლები

გადაეცემათ თუ არა საახალწლო საჩუქრები ბავშვებს საბავშვო ბაღებში - რას ამბობენ სააგენტოში

2022-11-30 14:10:26+04:00

საბავშვო ბაგა-ბაღებში წელს საახალწლო ზეიმები გაიმართება და ბავშვებს სიმბოლურ საჩუქრებსაც გადასცემენ - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს.

მათივე თქმით, საახალწლო საჩუქრების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია და მოთხოვნების თანახმად, თითოეული შეფუთვა უნდა შედგებოდეს არანაკლებ 450 გრამი ტკბილეულისგან, მათ შორის:

  • შოკოლადის მინი ფილა არანაკლებ 30 გრ. (რძიანი, შავი)
  • ვაფლის ბატონი არანაკლებ 60 გრ.
  • შოკოლადის ბატონი არანაკლებ 40 გრ.
  • შოკოლადი არანაკლებ 100გრ (მინიმუმ 5 სახეობა)
  • კარამელის კანფეტი 4 სხვადასხვა სახეობა (ორი შიგთავსით) არანაკლებ 170 გრ.
  • ჟელეს კანფეტი არანაკლებ 50 გრ.

თითოეული სახეობა ტკბილეული უნდა იყოს ქარხნული შეფუთვით და არ უნდა შეიცავდეს ბავშვთა კვებაში დაუშვებელ საღებავებს და ყოველი ნაკრები შეფუთული უნდა იყოს საახალწლო თემატიკით ბრენდირებულ მუყაოს ყუთში, რომელიც ბავშვებს თვის ბოლომდე ეტაპობრივად გადაეცემათ.