როგორც ცნობილია, ნანუკა გუდავაძე ორსულად არის და ის და ბერა მეორე შვილს ელოდებიან. წყვილი რა ხანია, საქართველოში აღარ ცხოვრობს და სავარაუდოდ, პატარაც არ დაიბადება საქართველოში.
ამასობაში კი პატარა ბერუკა სამი წლის გახდა. დედ-მამამ ფერადი დაბადების დღე მოუწყო, ლამაზი და ორიგინალური ტორტით. მამამ კი ასე მიულოცა ინსტაგრამზე: "გილოცავთ დაბადების დღეს, ბერუკა. შენ ჩვენ იმაზე ბევრად ბედნიერს გვხდი, ვიდრე საერთოდ შეგვეძლო წარმოგვედგინა..."