მარიამ შუკაკიძე სოციალურ ქსელში ცნობილი ინფლუენსერია. ის აქტიურად აზიარებს ინსტაგრამზე ლამაზ და ძვირად ღირებულ საჩუქრებს, რომლებსაც მეუღლე - დავით ბოლქვაძე ჩუქნის. ასევე პომპეზური დაბადების დღეების თუ სხვა ღონისძიებების ფოტოებს. წყვილს წლებია იცნობს საზოგადოება. თავდაპირველად რუსულ მედიაში გამოჩნდნენ, როგორც ერთ-ერთი ულამაზესი ქართველი ცოლ-ქმარი და მათმა გრანდიოზულმა ქორწილმაც მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. მას შემდეგ ყოფილი მოცეკვავე და დიზაინერი მარიამი და მისი მეზღვაური ქმარი ხშირად ხდებიან განხილვის ობიექტები ე.წ. ლაქშერული ცხოვრების წესით და სოციალურ ქსელში აქტიურობით.
მისი ცხოვრებისეული ამბები და ლამაზი ფოტოები, აღტაცებული კომენტარების გარდა, ბევრ უარყოფითსაც იწვევს, რაზეც ორი ქალიშვილის დედა მარიამი ხშირად საუბრობს. "ძალიან ცუდი მომენტია, როდესაც ნეგატივს აგზავნიან შენი მისამართით, მაგრამ დადებითი ენერგია, დადებითი კომენტარები და კეთილი ხალხის გულწრფელი სიყვარული აქარწყლებს იმ ბოროტებას. ბოროტებაა, როდესაც განიკითხავ სხვის ცხოვრებას, მით უმეტეს დედას! დედობა ჩემთვის ღვთიური ცნებაა და არასდროს შევხებივარ არავის შვილს ცუდად და არც დედას. ყოველთვის ჩვენს თავზე უნდა წარმოვიდგინოთ, რასაც სხვას ვუკეთებთ. სამყაროში ბოროტება უკვალოდ არ იკარგება..." - ამბობდა mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში.
მარიამი მესამე შვილზეა ორსულად და სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ახალი ფოტოები მეუღლესთან ერთად. მარიამი ორსულობის მეცხრე თვეშია და ორაზროვნად ეკითხება გამომწერებს: "ბიჭი თუ გოგო?"