"მე უფრო მიყვარხარ..." - ნანუკა სტამბოლიშვილმა თურქული სერიალის მსახიობები ქართულად აალაპარაკა - მშობლები

"მე უფრო მიყვარხარ..." - ნანუკა სტამბოლიშვილმა თურქული სერიალის მსახიობები ქართულად აალაპარაკა

2022-12-08 07:58:01+04:00

ქართველ მსახიობსა და დიზაინერს ნანუკა სტამბოლიშვილს უკვე ბევრი იცნობს და ბევრმაც შეიყვარა. თურქულ სერიალში "სხვისი შვილი" ნანუკა განსაკუთრებული პერსონაჟის სახით გამოჩნდა და ბევრი რამ შეცვალა თავის გარშემო. ნანუკა კოლეგებმაც ძალიან შეიყვარეს და მხიარული ქართველი გოგონა მათ ქართულსაც ასწავლის. ყველაზე კარგი მოსწავლე სერიალში მისი აღსაზრდელის როლის შემსრულებელი პატარა ბიჭუნაა, თუმცა ნელ-ნელა სხვებიც სწავლობენ ქართულ ფრაზებს.

ნანუკა საკმაოდ აქტიურია ინსტაგრამზე და ბევრ სახალისო ვიდეოსაც წერს.

როგორც ცნობილია, ბათუმელი გოგონა დიდხანს ცეკვავდა ქართულ ცეკვებს და ინსტაგრამზე ახლაც ხშირად აქვეყნებს ცეკვის ვიდეოებს.

32 წლის ნანუკას მეუღლე - ლაშა მგელაძე და ერთი შვილი ჰყავს.

snapinsta-1670473791.app_1080_318606357_1467000547119874_3839639686837691099_n.jpg

მეტი ნანუკაზე და მის ქართულ ოჯახზე იხილეთ სტატიაში:

ბათუმელი გოგონას თურქული წარმატება - ნანა სტამბოლიშვილის გზა ვარსკვლავობამდე და ოჯახური ფოტოები