ცნობილი ქართველი მწერლისა და სცენარისტი ერლომ ახვლედიანის ვაჟს ბაქარ ახვლედიანს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ბაქარს არც ისე იოლი ცხოვრება აქვს გავლილი. 5 წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალა და როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში მისი მეუღლე გვანცა ვაშაკიძე ამბობს, ამ ამბის შემდეგ მამა-შვილმა ბევრი რთული პერიოდი გამოიარა... 2012 წელს თავად ბატონი ერლომიც გარდაიცვალა.
ბაქარ ახვლედიანს საკმაოდ მძიმე დიაგნოზი აქვს - დილატაციური კარდიომიოპათია. მისი გადარჩენის ერთადერთი გამოსავალი გულის გადანერგვაა. „ბაქარის დიაგნოზი მკურნალობას არ ექვემდებარება. ერთადერთი გამოსავალი გულის გადანერგვაა. სრულიად ჯანმრთელი ადამიანის ცხოვრება ერთ დღეში რადიკალურად შეიცვალა. ყველაფერი კი რამდენიმე თვის წინ მაშინ დაიყო, როდესაც ბაქარს უჰაერობა დაეწყო. დაახლოებით ერთი კვირა ამ პრობლემას უჩიოდა, ხანს გადაღლილობას აბრალებდა, ხანაც ნევროზს.მერე თრომბმა დაარტყა და როდესაც სრულყოფილი გამოკვლევა გაუკეთდა, დილატაციური კარდიომიოპათიის დიაგნოზი დაუსვეს. საჭიროა გულის გადანერგვა, რომელიც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც არ გვაქვს. თბილისის მერიამ 15 ათასი ლარით, ჯანდაცვის სამინისტრომ კი - 10 ათასი დოლარით დაგვაფინანსა... თუმცა სამწუხაროდ, ეს არ არის საკმარისი ოპერაციისთვის".
დღესდღეობით უკვე სასწრაფოდ არის საჭირო თანხის შეგროვება, რადგან სულ რამდენიმე დღეში უნდა გადაინერგოს გული, თორემ მერე გვიან იქნება.
თიბისი ბანკი: #GE51TB7642345063300014 (GEL; EURO; USD)
საქართველოს ბანკი: #GE76BG0000000193632200 (GEL; EURO; USD)
paypal.me/GvantsaVashakidze
მიმღები: გვანცა ვაშაკიძე ( მეუღლე)
დანიშნულება: ბაქარისთვის