ოველთვის აქტუალური თემაა, თუ როგორ დავიცვათ შვილები სექსუალური ძალადობისგან და როგორ ავარიდოთ ის ტრავმები, რომელიც ამგვარ შემთხვევებს მოჰყვება? ფსიქოლოგ ნინი ჭაჭიასთან საუბრისას შევეცადე, სწორედ ეს მნიშვნელოვანი საკითხი განმევრცო და ყურადღება ბავშვებში სექსუალური ძალადობის პრევენციაზე გაგვემახვილებინა. ბუნებრივია, ასეთი შემთხვევებისგან არავინაა დაზღვეული და არც სრული უსაფრთხოებაა გარანტირებული, თუმცა ვფიქრობ, საინტერესოა იმ რამდენიმე "ოქროს წესის" გაცნობა, რომელიც ძალადობისგან თავის არიდებისთვისაა რეკომენდებული. საუბრის ბოლოს იმითაც დავინტერესდი, ფსიქოლოგის 22-წლიანი სამუშაო სტაჟის განმავლობაში, რომელი შემთხვევები უფრო ხშირია, როცა სექსუალური ძალადობა ოჯახში ხდება თუ მის გარეთ, ანუ როცა მოძალადე სრულიად უცხოა მსხვერპლისთვის.
- მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს 2-3 წლიდან მათთვის გასაგებ ენაზე დავუწყოთ საუბარი "ქვედა საცვლების შესახებ". ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ გავუმახვილებთ ყურადღებას და ავუხსნით, რას ნიშნავს ადამიანის ინდივიდუალობა, სად იწყება და მთავრდება პირადი საზღვრები. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვი დავისვათ და გაკვეთილის სახით შევეცადოთ წესების ახსნას, ეს უნდა მოხდეს თამაშებით ან ყოველდღიური რუტინის შესრულებისას. მაგალითად, 3 წლის ბავშვი დამოუკიდებლად ტუალეტში ვერ მიდის, ჩვენ ვეხმარებით და იმ დროს შეიძლება შევახსენოთ, რომ ქვედა საცვლები ფარავს მის პირად, ინტიმურ ნაწილებს და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათ ვინმე შეეხოს ან დაჟინებით უყუროს. შესაძლებელია მხოლოდ მშობლისათვის და ისიც მაშინ, თუ ეს დაკავშირებულია ჰიგიენის ნორმების დაცვასთან ან რაიმე ტიპის ჯანმრთელობის საკითხების უსაფრთხოებასთან. ასე ნელ-ნელა და წვეთ-წვეთად მიწოდებული ინფორმაცია პატარებში უკვე აყალიბებს განცდას პირადი საზღვრების არსებობის შესახებ. ასეთი საუბრები შეიძლება წამოიწყოს: დედამ, მამამ, ოჯახის უფროსმა წევრებმა. მაგალითად ჩემი 5 წლის დისშვილი ჩემთან რომ რჩება, ვთამაშობთ ან მისი ჰიგიენის ნორმების მონიტორინგს ვახორციელებთ, სულ ვეკითხები თუ ახსოვს ქვედა საცვლების შესახებ 5 წესიდან, რომელია მეოთხე ან რომელიმე სხვა. ამგვარი თამაშებისას, ისინი უკეთ იაზრებენ ყველაფერს.
- პირველი წესია: პირადი პირადია და ხელშეუხებელი. პატარა ბავშვს ვუხსნით, რომ ინტიმური ზონები, მათი ერთ-ერთი პირადი საზღვარია და თუ ვინმე მის გადალახვას მზერით ან შეხებით ცდილობს, ეს დაუშვებელია და ამის შესახებ უნდა აცნობოს მშობელს, ან იმ ზრდასრულ ადამიანს, ვისაც ენდობა; მეორე წესია, არა ნიშნავს არას. ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და ამასთან დაკავშირებით საქართველოში დიდ პრობლემას ვაწყდებით არა მხოლოდ ბავშვებთან, არამედ ზრდასრულებთანაც. ჩემი აზრით, ეს ქართველების პრობლემაა, რაც გამოწვეულია დიდი ხნის განმავლობაში საბჭოთა მენტალიტეტის გავლენით, სადაც ინდივიდუალიზმი არაფერს ნიშნავდა და ეს ყველაფერი ქცევებში, ლექსიკაში, დამოკიდებულებებშია გამჯდარი... ბავშვს როცა "არას" მნიშვნელობას ვუხსნით, უნდა აღვნიშნოთ, რომ თუკი რაიმე შეთავაზება, მოქმედება, შეხება პატარაში უხერხულობის განცდას იწვევს, ნებისმიერ შემთხვევაში აქვს მას უფლება, თქვას არა, იმ ადამიანებთანაც კი, რომლებიც ძალიან უყვარს. მაგალითად, თუ არ უნდა მისმა რომელიმე ოჯახის წევრმა კონკრეტულ მომენტში აკოცოს ან მოეფეროს, შეიძლება მას უარი უთხრას და ამაში ცუდი არაფერია. ისევე როგორც მაშინ, თუ არ უნდა, ვიღაცას სათამაშო ათხოვოს თუ ეთამაშოს.
- დიახ. რაც უფრო პატარები არიან, ამაზე უნდა ვესაუბროთ, რომ სამომავლოდ მეტი შანსია დახვეწონ უარის თქმის გზები. სხვათა შორის, ჩემთან მომმართველთა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომ უკვე ზრდასრულმა ადამიანებმა უარის თქმა არ იციან, რაც ხშირად იწვევს თვითშეფასების დაქვეითებას, ნევროზს, დეპრესიას, ქცევით აშლილობებს, სხვადასხვა დამოკიდებულებას და ა.შ. რაც შეეხება ხათრს, ეს განცდაც იქიდან მომდინარეობს, რომ ჩვენ ყველანი იმ შთაგონებით ვართ გაზრდილი, რას იტყვის ხალხი. ინდივიდუალიზმი სრულიად ჩამქრალია და როცა ზრდასრულები ვხდებით, ამ პრობლემებს ვაწყდებით.
- შენი სხეული მხოლოდ შენ გეკუთვნის. შენი ნების გარეშე ვერავინ შეგეხება, თუ ეს ჰიგიენის ნორმებს ან სამედიცინო საკითხებს არ უკავშირდება; მეოთხე და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წესია, რომ არსებობს კარგი და ცუდი საიდუმლო. ის საიდუმლო, რომელიც ბავშვში შიშს, შფოთვას, გაღიზიანებას, დაძაბულობას, უხერხულობის და სხვადასხვა ნეგატიურ განცდას იწვევს, ეს ცუდი საიდუმლოა, ხოლო კარგია ის, რომელსაც მშვიდად იღებ, არ გაწუხებს და ამიტომ შეგიძლია არავის გაანდო. მოგეხსენებათ, მოძალადეები ხშირად იყენებენ ამგვარ წინადადებებს: "ეს ჩვენი საიდუმლოა, არავის უთხრა, არავინ გაიგოს", ამიტომ ბავშვებმა უნდა შეძლონ დეფინიცია და ნეგატიური განცდების დროს, აუცილებლად აცნობონ მშობელს ან ნდობით აღჭურვილ პირს; დაბოლოს, მეხუთე წესი: ილაპარაკე და ყველაფერი მოგვარდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ბავშვებს ადრეული ასაკიდან ვასწავლოთ, რომ პრობლემების მოგვარება მათი გახმოვანებით იწყება. განაგრძეთ კითხვა