მშობლებს ყოველთვის აქვთ ერთმანეთისთვის გასაზიარებელი საინტერესო იდეები. თქვენმა სულ პატარა სიახლემაც შეიძლება სხვა მშობელს საქმე გაუადვილოს. ამჯერად ერთი ახალგაზრდა დედის, ირინკა ალიაშვილის იდეას გიზიარებთ, რომლითაც თავის 5 წლის შვილი სუფთად ჭამას მიაჩვია. ეს იდეები უჭმელი ბავშვისს მშობლებსაც გამოადგება.
"ჩემს შვილს კი ჭამის პრობლემა არასოდეს ჰქონია, მაგრამ ფეთხუმივით იცის ჭამა, ხელების ზედ შეწმენდა და ა.შ. თან იმ პერიოდში ძალიან დაეჩვია ტელევიზორის წინ ჭამას, რაზეც ჯერ პანიკა დამეწყო, მერე კი გადავწყვიტე, მომეტყუებინა პატარა ბოთე და სამზარეულოში მაგიდას ლამაზი სუფრა გადავაფარე, ვითომ-ვითომ კაფეში ვართ-მეთქი ვუთხარი და აქ უზრდელურად მოქცევა არ შეიძლება-თქო, ხელებიც ხელსახოცზე უნდა გაიწმინდო და არა ფარდაზე-თქო. თან საუზმის და სადილების მენიუ შევქმენი.
ცოტა ხანი დილაობით და შუადღეობით დიდის ამბით მივართმევდით ხოლმე ამ მენიუებს და ირჩევდა ისიც. მერე კი მოგვბეზრდა ცოტა, მაგრამ ისტორიას დარჩა და თან ძალიან გვიყვარს ოჯახს, ვერ ველევით გადასაგდებად. თან, სხვა თუ არაფერი, იდეებია, რა შეიძლება რომ პატარა მაიმუნებს ვაჭამოთ" - წერს ირინკა ალიაშვილი მშობლებისთვის განკუთვნილ ჯგუფში Parenthood 0-13.