2 წლის გოგონა და მისი 5 წლის ძმა შიშველი დახეტიალობდნენ ჩაბნელებულ ბინაში, რომელიც ნაგავსაყრელს უფრო ჰგავდა. ასეთი სურათი დახვდა პოლიციას შემთხვევის ადგილზე მისვლისას.
ეს ბავშვები შეიძლება ვერ გადაერჩინათ, რომ არა ქუჩაში გამვლელთა ყურადღება. ხალხმა ფანჯარაში პატარა შიშველი გოგონა დაინახა და გადაწყვიტეს შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება. ბინის კარი რომ გააღეს, მრავლისმმნახველი პოლიციელებიც ადგილზე გაშეშდნენ.
ჩაბნელებული ბინა ნაგვით ისე იყო სავსე, რომ გავლას შეუძებელს ხდიდა. შიგნით ორი შიშველი ბავშვი დახეტიალობდა - 2 წლის გოგონა და მისი 5 წლის ძმა. ბავშვები სახლში მარტო იყვნენ.
ბავშვები 31 ულიანოვსკის ერთ-ერთ მაღალსართულიან კორპუსში იპოვეს. ბინაში არც საჭმელი იყო, არც ტანსაცმელი ან თუნდაც რაიმე სახის დასაძინებელი ადგილი ბავშვებისთვის. არც ავეჯი იყო, არც მაცივარი. არ იყო ღუმელი, სადაც რაღაცის მომზადება მაინც შეგეძლო. ცნობილია, რომ ბავშვები 25 წლის დედასთან ერთად ცხოვრობდნენ. ბავშვებს მამა არ ჰყავდათ.
ბიჭუნა ამჟამად ულიანოვსკის სოციალური რეაბილიტაციის ცენტრშია. მის დას კი ქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში ამოწმებენ. ექიმების თქმით, ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
შვილების დედას მშობლის უფლებების ჩამორთმევა ელის. ქალს ბრალი ედება „მშობლის მიერ არასრულწლოვანთა მოვლისა და აღზრდის ვალდებულებების შეუსრულებლობაში“.