ვინ და როგორ დაიპყრო თურქეთის ულამაზეს მსახიობ ქალად აღიარებული გოგონას გული - მშობლები

ვინ და როგორ დაიპყრო თურქეთის ულამაზეს მსახიობ ქალად აღიარებული გოგონას გული

2023-01-23 19:32:10+04:00

ჰატიჯე შენდილი თურქული სერიალების ვარსკვლავია, რომელსაც ბოლო დროს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც თურქეთის ერთ-ერთ ულამაზეს მსახიობს.

ჰატიჯე სტამბოლშია დაბადებული 1983 წლის 2 აგვისტოს, თუმცა ანტალიაში გაიზარდა მრავალშვილიან ოჯახში, სადაც მის გარდა კიდევ ოთხი ბავშვი იზრდებოდა. მისი დედ-მამა საბერძნეთიდან იყო ემიგრირებული ისტორიულ სამშობლოში. მამა, ეროვნებით თურქი, სამშენებლო სფეროში მუშაობდა, დედა კი, ეროვნებით ალბანელი, ცხოველების დამცველად მუშაობდა.

69591572-2384990938438953-705033329908383744-n-1674491361.jpg

ადრეული ასაკიდან ოცნებობდა მოდელობაზე და 17 წლისამ დაიწყო კიდეც სარეკლამო ბრენდების რეკლამირება. სკოლის დამთავრების შემდეგ ხმელთაშუაზღვი უნივერსიტეტში ბიზნეს-ადმინისტრირება ისწავლა, პარალელურად კი სილამაზის კონკურსებში მონაწილეობდა და "მის თურქეთზე" მეორე ადგილი აიღო, ხოლო "მის ევროპაზე" - მესამე.

92120759-1151890781824702-7262225356013174784-n-1674491490.jpg

მოგვიანებით ჰატიჯემ მიმართულების შეცვლა გადაწყვიტა, ორი წელი მიუძღვნა სამსახიობო ოსტატობის შესწავლას და კინოშიც გამოჩნდა. პირველი როლი 2001 წელს შეასრულა "ახალ სიცოცხლეში", რომელმაც პირველი აღიარება მოუტანა. მერე კი ერთმანეთს მიჰყვა წარმატებული როლები და ლამაზი, ერთი შეხედვით ნაზი, მაგრამ ძლიერი გოგონა ყველას შეუყვარდა.

118209256-591439908404050-495351746845219970-n-1674491585.jpg

მალე გამოჩნდა მის ცხოვრებაში სიყვარულიც. მისი რჩეული მსახიობი და პროდიუსერი ბურაკ საგიაშარია, რომელიც "დიდებულ საუკუნეში" დონ პედროს როლს ასრულებდა. ჰატიჯე ამბობს, რომ ბურაკმა ხასიათით და ინტელექტით მოხიბლა. ბურაკი ოთხ ენაზე საუბრობს, ფრანგული სკოლის აღზრდილია და საოცარი იუმორის გრძნობა აქვს. წყვილი ამბობს, რომ მათ მეგობრობა და ვნება აკავშირებს.

0x0-1543560181789-1674491780.jpg

წყვილმა 2015 წელს იქორწინა, ორ წელიწადში კი პატარა ჯანი გაუჩნდათ.

3074074-aaf45c5d8870c42c457d73f264f6cbcf-640x640-1674491832.jpg

ჰატიჯე ამბობს, რომ დედობა მისთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა და კიდევ აპირებს შვილის გაჩენას, რადგან ჯანს დედმამიშვილი სჭირდება.

შენდილი ბუნებრივად ლამაზია, პლასტიკური ჩარევების გარეშე.

1552826847-hatice-sendil-anne-oldu-2867420-1674491963.jpeg

fwaaai4x0aa8xpo-1674491986.jpg

57b88470251c1fab957a32b0655904f4-1674492007.jpg